კარდინალმა კონრად კრაევსკიმ, რომელიც ვატიკანის ჰუმანიტარულ პროგრამებს კურირებს, იტალიის დედაქალაქში პროსტიტუციით დაკავებულ ტრანსსექსუალებს ფულადი დახმარება გამოუყო. ამის შესახებ გამოცემა The Hillიტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კარდინალს საკვებისთვის ფული კორონავირუსის გამო უსახსროდ დარჩენილმა ტრანსსექსუალებმა თავად სთხოვეს და მისგან დახმარება მიიღეს. 56 წლის კონრად კრაევსკი აცხადებს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანული მოწყალების გამოჩენა.
„ვერ ვხვდები, რატომ მიიქცია ამ ფაქტმა ასეთი ყურადღება. ეს ეკლესიის ჩვეულებრივი მოვალეობაა და სავსებით ნორმალურია. ხშირად ასეთ ადამიანებს არ აქვთ დოკუმენტები, რადგანაც დოკუმენტებს მათ „სუტინიორები“ ართმევენ. ამიტომ, ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ იღებენ“,-აღნიშნა კარდინალმა.
კონრად კრაევსკის ხშირად „რომის პაპის რობინ ჰუდად“ მოიხსენიებენ. ის რომში სამოქალაქო ფორმით დადის და უსახლკაროებს საკვებს ურიგებს. კარდინალი ცნობილია თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით იტალიის პრემიერ მატეო სალვინისანტისაემიგრაციო პოლიტიკის მიმართ.
Imedinews