რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

access_time2019-09-12 12:58:37


რომპეტროლის კუთვნილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები რუმენეთში, ქალაქ ნავოდარიში გაიმართა, სადაც რომპეტროლმა 11 ქვეყნის მედია წარმომადგენლებს და სტუმრებს უმასპინძლა.





კომპანიამ შეაჯამა 4 ათეული წლის მუშაობის შედეგები, დააჯილდოვა ქარხნის ვეტერანები და თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „პეტრომიდიის“ განვითარებაში. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის და პრესკონფერენცია, მოეწყო მედია ტური ქარხანაში, ზღვის ტერმინალზე და საოპერაციო ოფისში. ღონისძიებების ციკლი დაიხურა გრანდიოზული წვეულებით, რომელსაც 1500-მდე სტუმარი დაესწრო.
თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ 122,8 მილიონი ტონა პროდუქცია გადაამუშავა. მასშტაბური, კომპლექსური და ეტაპობრივი მოდერნიზაციის შედეგად ბოლო წლებში ქარხნის წარმადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს დამყარდა 11 საწარმოო რეკორდი, ხოლო მთელი წლის განმავლობაში გადამუშავდა 5,92 მილიონი ტონა ნედლეული, რაც პეტრომიდიის 40 წლიანი ისტორიის ყველაზე მაღალი შედეგია და ქარხნის ნომინალურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.





კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეიემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. 11 ქვეყანაში მომუშავე ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში რომპეტროლი 14 წლის წინ შემოვიდა და ერთ-ერთ ლიდერ ნავთობკომპანიას წარმოადგენს. მისი ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით 81 სადგურითაა წარმოდგენილი.






„პეტრომიდია“ სწორედ ის ქარხანაა, საიდანაც რომპეტროლი გადამუშავებულ ევრო-5-ის საწვავს ქართველ მომხმარებელს აწვდის. როგორც რომპეტროლის პირველი პირები აცხადებენ, საქართველოში კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს - სოლიდური ინვესტიციის შედეგად ბაზრის წილის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბოლომდე 10 ახალი ბენზინ-გასამართი სადგურის გახსნა და დამატებითი სერვისების დანერგვა.



„კომპანია რომპეტროლი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ყველა იმ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია. ვაგრძელებთ განვითარებას საქართველოს ბაზარზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რომ ჩვენს სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის გარდა სხვა პროდუქტებიც შევთავაზოთ, კერძოდ კი ჩვენი ბრენდის - „ჰეის“ სუპერმარკეტების შემოსვლა საქართველოშიც იგეგმება. ყოველწლიურად რომპეტროლი 60 მილიონამდე კლიენტს ემსახურება და უახლოეს წლებში ამ რაოდენობის ზრდა მოხდება“- გააცხადა რომპეროლის საცალო გაყიდვების მენეჯერმა ანკა ბანჩუმ.





„საქართველო დღეს მზად არის იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოს ევროპული სტანდარტის მიწოდება. ჩვენი მთავარი ქარხანა ევროკავშირში მდებარეობს და შესაბამისად მხოლოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენს ზოგიერთ კონკურენტს საქართველოს ბაზარზე მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, მათ შორის მიმწოდებლების შეცვლის კუთხით, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან უკვე წლებია საქართველოს ევრო 5 სტანდარტის საწვავს ვაწვდით“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.





ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 114 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.



KMG თრედინგ AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.




(NS)





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up