„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

access_time2021-01-11 11:10:59

„რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველჰყოფს.


„რომპეტროლი“ აღნიშნულ პროექტს კაფე „ამო რა“-ს ჩართულობით განახორციელებს, სადაც კლინიკებში გასაგზავნი 1000 “ლანჩბოქსი” მომზადდება. “ლანჩბოქსებს” თან დაერთვება„რომპეტროლ საქართველოს” თითოეული თანამშრომლის სახელით გამზადებული სამადლობელი მესიჯები, ამგვარად რომპეტროლის ყოველი თანამშრომელი პირადად შეძლებს მადლობა გადაუხადოს თავდადებულ ექიმებსა და მედპერსონალს, რომლებიც კოვიდ კლინიკებსა და ცხელების ცენტრებში მუშაობენ.


„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა - 13000 ლარი „რომპეტროლის“ საერთაშორისო საახალწლოკონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. კორპორატიულ კონკურსში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს.


„რომპეტროლი“ ყოველ წელს გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას აწყობს, რომელიც რუმინეთში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ესწრება. კოვიდ პანდემიის გამო, წელს ღონისძიებამ უჩვეულო ფორმატი შეიძინა. ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყანამ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილიკლიპების ჩვენება გამართა საკონკურსო თემაზე: „რომპეტროლის ოჯახი, ერთობა, თანადგომა, შობა“. გამარჯვებულ ქვეყანასერგებოდა ბიუჯეტი მისთვის სასურველი საქველმოქმედო აქტივობის განსახორციელებლად, რომელსაც ქვეყნები კონკურსის დაწყებამდე წარადგენდნენ. „რომპეტროლ საქართველოს“გუნდმა საქველმოქმედო მიმართულებადამჯერად საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან მებრძოლი მედპერსონალის თანადგომა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა აირჩია.“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.



„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა ონლაინ ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილისაკონკურსო კლიპი წარადგინა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა.


„საკონკურსო კლიპის გმირი ჩვენი ჩამსხმელი ოპერატორია, რომელიც სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბენზინგასამართ სადგურზე სრულიად მარტო ელის შობის დადგომას, თუმცა მისი სევდიანი განწყობა უეცრად იცვლება, როდესაც მოულოდნელად „რომპეტროლის“ თანამშრომლები უერთდებიან და შობას მასთან ერთად ხვდებიან.“-აცხადებენ კომპანიაში.


„რომპეტროლ საქართველომ“ პანდემიის პერიოდშისამედიცინო სფეროს დასახმარებლად მიმართული სხვა პროექტებიც განახორციელა.კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში დააპრილსა და მაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. დეკემბრის თვეში კი „რომპეტროლი“ მოხუცებულთა ჰოსპისს - „ფერისცვალება“-ს დაეხმარა და 500ლიტრისაწვავისაჩუქრად გადასცა. შედეგად, პანდემიის პერიოდში დაწესებულების ერთ-ერთიპრიორიტეტულიმიმართულების -შინზრუნვისპროგრამის შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყო.


„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზემე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-იკი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.


(R)


თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up