„რომპეტროლ საქართველომ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი გადასცა

„რომპეტროლ საქართველომ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი გადასცა

access_time2020-04-30 11:53:29

„რომპეტროლ საქართველო“, მისი მფლობელი ჯგუფის KMG International Group-ის დახმარებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ორი თვის განმავლობაში საწვავით დაეხმარება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლმა“ ცენტრს 60 000 ლიტრის ოდენობის საწვავი უსასყიდლოდ გადასცა.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ სთავაზობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკისთვის საწვავის გაცემა ორ ეტაპად მოხდება - აპრილის თვეში კომპანია 30, 000 ლიტრის ოდენობის საწვავს გაიღებს, ხოლო მაისში დამატებით 30, 000 ლიტრს. „რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება Covid-19-თან ბრძოლის პირობებში მიიღეს.


„პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ Covid-19-თან ბრძოლის პროცესში. ჩვენი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი, სახელმწიფო თუ სამედიცინო დაწესებულებებს ყველა იმ ქვეყანაში ეხმარება და აქტიურადაა ჩართული პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს. გვესმის თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული სამედიცინო სექტორის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა და ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით გარკვეულ შეღავათს გავუწევთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და ერთგვარ მადლობას გადავუხდით მათ ამ რთულ პერიოდში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის. ჩვენ ერთად დავამარცხებთ Covid-19-ს“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.



საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომობილებს, Efix დიზელის ტიპის საწვავი კომპანიის კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილ Fill&Go ბარათებზე დაერიცხებათ.


ვირუსის გავრცელების პირობებში, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე ჩამსხმელი ოპერატორების და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, კომპანიას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები. ყველა ბენზინგასამართი სადგური მუდმივად მარაგდება ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით. ეტაპობრივად ტარდება ავტოგასამართი სადგურების სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რომპეტროლი მომხმარებლებს მოუწიდებს, ყველას უსაფრთხოებისთვის, დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით.


„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი აღიარებულია შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშედ, რომელმაც წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განვითარებით, არამედ ნავთობის ინდუსტრიაში 4 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოიპოვა.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up