„რომპეტროლ საქართველო“ COVID-19-თან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

„რომპეტროლ საქართველო“ COVID-19-თან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

access_time2020-03-21 13:51:42

„რომპეტროლ საქართველო” მსოფლიოში გავრცელებული COVID-19 ვირუსის ფონზე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. KMG International Group-მა მარტის დასაწყისში კრიზისების მართვის გეგმა გააქტიურა, რომელიც მიზნად ისახავს საქმიანობის უწყვეტობის პარალელურად მისი დასაქმებულების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას. 

კომპანიის კრიზისული გეგმა, ვირუსის შეფასებიდან და ზეგავლენიდან გამომდინარე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ადგილობრივი სამთავრობო უწყებიბისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაითვალისწინებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს დასაქმებულთათვის, მომხმარებლებისა და სამუშაო სივრცეებისთვის.

კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა, მუშაობის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა მივლინებები და შეხვედრები, დაწესდა თვითიზოლაციის ვალდებულება საზღვარგარეთიდან დაბრნებულ თანამშრომლებზე.  მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ერთ ცვლაში მომუშავე „ფრონტ ოფისის“ თანაშრომელთა რიცხვი, რომელთაც შეეზღუდათ მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი.  

„შექმნილი ვითარების ფონზე, „რომპეტროლის“ პრიორიტეტი უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების და მათი ოჯახების დაცვა და უსაფრთხოება. ამიტომ ვიღებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომა, რათა ავირიდოთ ვირუსის გავრცელება. კომპანია გადაეწყო დისტანციურ სამუშაო პრაქტიკაზე. ყველა იმ პროდუქტსა და სერვისზე, რომელთა მისაღებადაც აქამდე ოფისში ვიზიტი აუცილებელი იყო, მომხმარებელს შევთავაზეთ ალტერნატიული - დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრონული ხელმოწერები. სამუშაო სივრცეებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო შემხებლობის სივრცეების, ზედაპირებისდამუშავება სპეციალიზირებული სადეზინფექციო ხსნარებით. ოფისების ყველა სამუშაო სივრცეში განთავსდა ხელის სადეზინფეცქიო საშუალებები- აცხადებენ კომპანიაში. 

დისტანციური სამუშაო რეჟიმი, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ეხებაბენზინგასამართი სადგურების ჩამსხმელ-ოპერატორებს. მათი და სადგურებზე მოსული მომხმარებელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიამ მიიღო განსაკუთრებული ზომები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს დღეებში დასრულდება. დაიწყო ყველა ავტოგასამართი სადგურის მომარაგება ხელის სადეზინფექციო ხსნარებითერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შეასაბამისად მოხდა ყველა თანამშრომლის ინფორმირება ჰიგიენისნორმების დაცვის გასამკაცრებლად.


„რომპეტროლ საქართველომ“ თებერვლის ბოლოდან წამოიწყო ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები. არაერთხელ ჩატარდა დეზინფექციაროგორც კომპანიის სათაო ოფისში ასევე, თბილისისა და ბათუმის ნავთობბაზებზე. უახლოეს დღეებში იგეგმება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება კომპანიის ყველა ავტოგასამართ სადგურზეც.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება და გვესმის თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა. მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და უზრუნველყოფენ კომპანიის შეუფერხებლად მუშაობას. აქვევთხოვ ჩვენს მომხმარებლებსმათივე უსაფრთხოებისთვის,დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი. 

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით,  ევროპისა და ცენტრალური აზიის 11ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი აღიარებულია შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ  მოთამაშედ, რომელმაც წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განვითარებით, არამედ ნავთობის ინდუსტრიაში 4 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოიპოვა.



თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up