რომის პაპი ფრანცისკე რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს.
ღარიბები და უსახლკაროები კორონავირუსზე ტესტირებას წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე კლინიკაში გაივლიან.
არქიეპისკოპისი რინო ფიზიკელას განცხადებით, ვატიკანში მდებარე კლინიკაში დღეში 50 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო ის პირები, ვისი პასუხიც უარყოფითი იქნება, ცნობას მიიღებენ და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge