რომის პაპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სოციალური უთანასწორობა გამოავლინა და გააძლიერა.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ სახლიდან მუშაობა ყველას არ შეუძლია, ხოლო სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. მან ასევე დასძინა, რომ ზოგიერთ ძლიერ ქვეყანას კრიზისთან გასამკლავებლად თანხების გაღება შეუძლია.
„უთანასწორობის ეს სიმპტომები სოციალურ დაავადებას ამჟღავნებს. ეს არის ვირუსი, რომელიც ავადმყოფი ეკონომიკიდან მოდის. ეს არათანაბარი ეკონომიკური ზრდის ნაყოფია, რაც ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს უგულებელყოფს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge