რომის პაპი ფრანცისკე აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.
„ვლოცულობ კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის და ვთხოვ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს პრობლების მოგვარებისთვის გამოიჩინონ კეთილი ნება და ძმური ჟესტი არა ძალისა და ტყვიების გამოყენებით, არამედ დიალოგითა და მოლაპარაკებებით“, – განაცხადარომის პაპმა წმიდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას.
პაპმა წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს სთხოვა რეგიონში მშვიდობისთვის ერთად ელოცათ.
რომის პაპი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2016 წელს იმყოფებოდა.
1ტვ