რომელმა უცხოურმა კომპანიებმა შეაჩერეს ან შეწყვიტეს ოპერირება რუსეთში - 5 მარტის მონაცემები

რომელმა უცხოურმა კომპანიებმა შეაჩერეს ან შეწყვიტეს ოპერირება რუსეთში - 5 მარტის მონაცემები

access_time2022-03-06 11:58:28

დასავლური სანქციების ფონზე უცხოური კომპანიების მხრიდან რუსეთის ფედერაციის დატოვების ან მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. ამჯერად წარმოგიდგენთ სრულ ჩამონათვალს 5 მარტის მდგომარეობით.

მუშაობის შეწყვეტის შესახებ ამ დრომდე ათობით კომპანიამ გამოაცხადა, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა სფეროში. მათ შორის არიან:

საავიაციო ტექნიკა და საავტომობილო ინდუსტრია

ავიამწარმოებელმა კომპანიებმა Boeing, Airbus და Embraer რუსული ავიაკომპანიებისთვის მათი მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა შეაჩერეს. მუშაობა შეწყვიტა Boeing-ის ცენტრმაც სკოლკოვოში.

ავტომწარმოებლებმა Mercedes-Benz, BMW, Volvo, MAN გადაწყვიტეს დროებით შეაჩერონ ავტოწარმოება რუსეთში და ასევე ექსპორტი. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო Ford-მაც.

Suzuki, Honda, Mazda, Porsche არ აპირებენ საკუთარი ავტომობილებისა და მოტოციკლეტების მიწოდებას რუსეთისთვის. General Motors, Scania და Nissan აჩერებენ ავტომობილების მიწოდებას, ისევე როგორც საქმიანობა შეაჩერა და ახალი ავტომობილების შეტანა უდიდესმა გერმანულმა მწარმოებელმა Volkswagen Group.

ავტომობილების წარმოება შეაჩერა პეტერბურგის ქარხანაში იაპონურმა გიგანტმა Toyota. იგივე არჩევანი გააკეტეს Hyundai, Renault და Škoda-მ.

Daimler Truck-მა გაყინა ერთობლივი პროექტები Камаз-თან.

ბაზრიდან გადის გერმანული ქიმიური-მრეწველობის კომპანია Henkel.

ელექტრონიკა და მრეწველობა

რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო უმსხვილესმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Apple. საკუთარ პროდუქციას რუსეთში არ გაყიდის ამერიკული ელექტრონიკის მწარმოებელი Dell, გერმანული SAP, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle, შვედური Ericsson, ნახევარგამტარების მწარმოებელი TSMC და SKF.


რუსული ქარხნების მომსახურებაზე უარს ამბობს გერმანული Siemens, ასევე ლიფტების მწარმოებლი KONE, მანქანათმშენებელი კომპანიები Autodesk (AutoCAD, 3ds MAX). მსოფლიოში სიდიდით მეორე სამშენებლო ტექნიკის იაპონურმა მწარმოებელმა Komatsu-მ ასევე დატოვა ქვეყანა.

წარმომადგენლობა დახურმა ამერიკულმა Adobe და Intel-მა, ასევე და სამხრეთ კორეულმა Samsung. რუსი კლიენტების მომსახურებაზე უარი ტქვა ამეირკულმა IT- კომპანიამ EPAM Systems და ქსელური და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ Cisco Systems Inc.

გართობა, ტანსაცმელი და ავეჯი

ამერიკულმა ტელე გიგანტებმა The Walt Disney Company, Warner Bros. და Paramount Pictures შეჩერეს ახალი ფილმების ჩვენება რუსეთში. ბაზარს ტოვებს მედიასერვისი Megogo.

რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა ესპანურმა Inditex (რომელშიც შედის Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius და Oysho), და შვედურმა H&M და Mango-მ.

ასევე ახალი სამოსის მიწოდება შეწყვეიტეს Kering-ის მაღალი მოდის ბრენდებმა - Gucci, Balenciaga და Yves Saint Laurent, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ში შემავალმა ბრენდებმა, ასევე Hermes, Chanel, Karl Lagerfeld და Cartier-მ. რუსეთს ტოვებს Puma, Nike და ASOS.

პროდუქციას ამ ქვეყანაში არ შეიტანს Lego, შვედური IKEA და დანიური JYSK.

ასევე ბაზარს ტოვებს მსოფლიოს უმსხვილესი ალკოჰოლის მწარმოებელი Diageo, ასევე ლუდის კომპანიები Heineken, Carlsberg.

ბაზრიდან გადიან ელექტრონული მომსახურების სერვისები Booking.com, Activision Blizzard, PayPal, Electronic Arts, WPP, Foster + Partners, Deezer , Rockstar Games.

ლოჯისტიკა და განათლება

რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას წყვეტს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია Kuehne+Nage და Maersk.

პროდუქციის მიწოდებას წყვეტენ DHL, CMA CGM, Fedex და UPS. ასევე ბიომასალების მომწოდებელი Stora Enso.

გაყიდვებს აჩერებს ბრიტანული საგანმანათლებლო კორპორაცია Pearson და ამერიკული პლატფორმა Coursera.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up