„რომელიმე პროექტი თუ ვერ განხორციელდა, ცდა არ დააკლდება, რომ  საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“

„რომელიმე პროექტი თუ ვერ განხორციელდა, ცდა არ დააკლდება, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“

access_time2019-12-31 10:00:38

2019 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული წელი იყო თავისი გამოწვევებით და კრიზისებისებით. მაგალითად, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიდან უძღვებოდა, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო,  ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბე რჩება. 2019 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება ან განვითარება დაანონსდა, მაგრამ მათი უმეტესობა დღემდე განუხორციელებელია, ნაწილი კი მნიშვნელოვნად გაჭიანურდა. მაგალითად:


  • ანაკლიის პორტის  შეჩერებული მშენებლობა
  • ბიზნესსახლი– რევოლუციური პროექტი, რომელიც ვერ შედგა
  • კომერციული ატაშეების თანამდებობის გაუქმება
  • კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის პროექტი
  • დედაქალაქის განუვითარებელი ღამის ეკონომიკა
  • ჩავარდნილი „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა

ამასთანავე უნდა აღინიშნოს 2019 წელს ქვეყანაში განვითარებული პოზიტიური მოვლენებიც მაგალითად:


  • საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფრენები Ryanair-მა დაიწყო
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
  • საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს
  • თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9“  გადაიღეს
  • ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
  • საქართველომ 2,5-წლიანი ბრძოლის შემდეგ აზიური ფაროსანა დაამარცხა
  • ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო

 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების აზრით, თუ რომელ პროექტებს მიიჩნევენ მართველი გუნდის წევრები წარმატებულ და განუცხორიელებელ პროქტებად.

 

გოგი მეშველიანი

 

„ვფიქრობ, რომ ბაზარზე „Ryanair“-ის აირის შემოსვლა  ძალიან მნიშველოვანია, ასევე ნენსკრა ჰესის მშენებლობის დაწყებაც და ქუთაისში ელექტორ მობილების ქარხნის მშენებლობა, მაგრამ როგორც განხორციელებული ფაქტი და არა დაანონსებული პროექტი ვიტყვი, რომ რეინიარის შემოსვლა ყველაზე პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება განუხორციელებელ პროექტს ვთვლი, რომ ანაკლიის პორექტი არის 2019 წლის განუხორციელებლი პროექტი“

 

დავით სონღლაშვილი



„2019 წლის ყველაზე პოზიტიური მოვლენა არის ის, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით. რომელიმე პროექტის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან ქვეყანაში ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. ხოლო ისეთ განუხორციელებელ პროექტს, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს ვერ გავიხსენებ. რა თქმა უნდა გასაკეთებელ საქმეს რა გამოლევს, კარგად ვაანალიზებთ, რომ ბევრი საქმე გვაქვს. აქედან გამომდინარე რომელიმე პროექტი თუ ვერ განხორციელდა, დამიჯერეთ ცდა არ დააკლდება, რომ  საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ამიტომ არცერთ პროექტს არ გამოვყოფდი. შემიძლია პოზიტიურ პროექტების სიას კიდევ დავამატო მაგალითად, წყალტუბოს აღორძინების დაანონსება,  რომელიც მიზიდულობის ცენტრი გახდება არამრტო ქვყნისთვის არამედ რეგიონისთვის“

 

ისკო დასენი

 

„თბილისში რაც ხდება ყველაფერს კარგად ვხედავთ. პირადად მე მახსენდება და ვთვლი, რომ ბევრ კარგს მიიღებს წყალტუბო. ასევე ძალიან კარგი პროექტია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელშიც ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება. ძალიან კარგი იქნება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნა თუ ამუშავდება. რაც შეეხება წლის განუხორციელებელი პროექტს ვთვლი, რომ კომერციული ატაშეების თანამდებობის გაუქმება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ვიფიქროთ ამ საკითხზე. მთავარია საზღვარგარეთ დაინიშნოს ხალხი რომლებიც ეკონომიკის განვითარებაში მართლა შეიტანს თავიანთ წვლილს“



ბაჩო ადამია 

 





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up