რომელია თბილისის ძვირადღირებული უბნები - სად რა ღირს უძრავი ქონება დედაქალაქში

რომელია თბილისის ძვირადღირებული უბნები - სად რა ღირს უძრავი ქონება დედაქალაქში

access_time2021-05-03 10:30:00

2020 წლის აპრილ-ივნისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა დარჩენილი წლის ბოლომდე შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია.

ამის შესახებ „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში. ამასთან, წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსიც.

კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით, 2020 წელს. როგორც კვლევიდან ირკვევა, თბილისში გასაყიდი საშუალო ფასი ზოგადად - 2 896 ლარი იყო. აქედან, ყველაზე ძვირი - 4 323 ლარი იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი - 998 ლარი ლილოში. გასული წლის მონაცემებით, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:


ავჭალა - 1555 ლარი;
გლდანის მასივი - 1996 ლარი;
მუხიანი - 1960 ლარი;
დიდუბე - 2500 ლარი;
დიღმის მასივი - 2552 ლარი;
ვაკე-ბაგები - 3485 ლარი;
ვაჟა-ფშაველა - 2911 ლარი;
ნუცუბიძე - 2348 ლარი;
წყნეთი - 2612 ლარი;
ვაზისუბანი - 1958 ლარი;
მეტრომშენი - 2779 ლარი;
ნავთლუღი - 2212 ლარი;
ორთაჭალა - 2947 ლარი;
ფონიჭალა - 1470 ლარი;
ვერა - 3698 ლარი;
კიკეთი/კოჯორი - 2021 ლარი;
მთაწმინდა/სოლოლაკი - 4323 ლარი;
წავკისი/შინდისი/ტაბახმელა - 2464 ლარი;
თემქა - 1851 ლარი;
ნაძალდევი - 2245 ლარი;
სანზონა - 2124 ლარი;
ძველი ნაძალადევი/ლოტკინი - 1037 ლარი;
დიღომი/დიდი დიღომი - 2306 ლარი;
ვაშლიჯვარი - 2206 ლარი;
ვეძისი - 3106 ლარი;
საბურთალო - 3060 ლარი;
ვარკეთილი - 1968 ლარი;
ლილო - 998 ლარი;
მე-3 მასივი - 1835 ლარი;
ორხევი - 1494 ლარი;
ქვედა სამგორი - 1942 ლარი;
ზედა ჩუღურეთი - 2041 ლარი;
ქვედა ჩუღურეთი - 2851 ლარი.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up