რომელია საცხოვრებლად ყველაზე მშვიდი ქალაქები

რომელია საცხოვრებლად ყველაზე მშვიდი ქალაქები

access_time2021-09-19 20:00:07

კომპანია Vaay.com-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა  მსოფლიოს რომელი ქალაქებია საუკეთესო მშვიდი ცხოვრებისთვის.

 

 

 აღსანიშნავია, რომ სიმდიდრე და ეკონომიკური მდგომარეობა კვლევის ერთ-ერთი, მაგრამ არა ძირითადი კრიტერიუმია, მდიდარ და აყვავებულ ქალაქებს მრავლად შეხვდებით როგორც მშვიდ, ასევე სტრესული ქალაქების ჩამონათვალში.

 


სულ გაანალიზდა მსოფლიოს 100 ქალაქის მონაცემები, რის საფუძველზეც ყველა მშვიდი და ყველაზე სტრესული ქალაქების რეიტინგი შედგა.

 

 

შეფასებისას ძირითადი ყურადღება ქალაქური გარემოს ისეთ ფაქტორებზე გამახვილდა, რომლებიც სტრესს ამცირებენ ან პირიქით ზრდიან.

 

 

კვლევამ შეისწავლა თუ რომელი მაკრო ფაქტორები უწყობენ ხელს სტრესების გაჩენას, მათ შორის პირველ რიგში არის ისეთები, როგორც უსაფრთხოება, სქესობრივი და სხვა უმცირესობების თანასწორობა, ეკოლოგია ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, შემოსავლები და სხვა.


 

 

ამის შემდეგ ეს კრიტერიუმები 4 კატეგორიაში გაერთიანდა, ხოლო სტრესის მაჩვენებლის კუთხით სხვა 500 ქალაქი შეისწავლეს. ის ქალაქები, რომლებზეც ობიექტური მონაცემები არასაკმარისი იყო სიიდან გამოირიცხა, შედეგად სულ 100 დასახელება დარჩა.

 

 

საბოლოო ჯამში კვლევის შედეგი აჩვენებს რომელი ყველაზე სტრესული ქალაქები სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური კუთხით. რეიტინგში ასევე მოყვანილია ქალაქები, რომლებიც სტრესს სხვებზე უკეთესად უმკლავდებიან.

 

 

 ისეთი ფაქტორების მიხედვით , როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ეკოლოგია და ქუჩებში ხმაურის მაჩვენებელი საუკეთესო ქალაქად ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი დასახელდა, აღნიშნულმა ქალაქმა შესაძლო 100 ქულიდან 100 მიიღო.

 

 

მართალია, ხმაურის დაბალი დონე რეიკიავიკში ობიექტური მოცემულობაა და ის მმართველობის მაღალი ხარისხის დამსახურება არ არის, რადგან ქალაქში სულ 134 000 ადამიანი ცხოვრობს. ამავე დროს ისლანდიის დედაქალაქს მაღალი შეფასებები აქვს ისეთ კრიტერიუმებში, როგორც არის უსაფრთხოება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და ჯანდაცვის ხელმისწვდომობა. ყველაზე მშვიდი ქალაქების ათეულში ასევე შედიან შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი და ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი. ყველაზე მაღალი შეფასებები მათ ისეთ ფაქტორებში მიიღეს, როგორიც არის უსაფრთხოება, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა, ეკოლოგია, და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

 

 

ათეულში ასევე მოხვდნენ ველინგტონი (ახალი ზელანდია), მელბურნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), კოპენჰაგები (დანია), ინსბრუკი (ავსტრია), ჰანოვერი (გერმანია), და გრაცი (ავსტრია).

 

 

ყველაზე სტრესული ქალაქების ათეულშია მუმბაი (ინდოეთი) ლაგოსი (ნიგერია), მანილა (ფილიპინები), დელი (ინდოეთი), ბაღდადი (ერაყი)მ ქაბული (ავღანეთი), მოსკოვი (რუსეთი), კარაჩი (პაკისტანი), ჯაკარტა (ინდონეზია), და კიევი (უკრაინა). როგორც ჩანს რეიტინგიდან, სტრესული ქალაქების უმეტესობა უფრო ღარიბია, ვიდრე მშვიდი, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ეს მთავარი კრიტერიუმი არ არის, მაგალითად, სტრესულების ჩამონათვალში ისეთი მდიდარი ქალაქებიც მოხვდნენ, როგორც ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, და შანხაი.



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: derstandard.at




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up