რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჟურნალი

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჟურნალი

access_time2022-05-15 21:30:26

ბევრი ადამიანისთვის წიგნი, ჟურნალი თუ ნებისმიერი ბეჭდური სახის მედია ნამდვილად შეუცვლელია. რა ჯობია დასვენების დროს საინტერესო წიგნის კითხვას, მოდური ჟურნალის გადაშლას, რომელიც თქვენს ფანტაზიებს უსაზღვრო გასაქანს მისცემს?

ასეთი ჟურნალების გარეკანზე მოხვედრისთვის ვარსკვლავებიც იბრძვიან, რადგან ეს ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ ადგილად ითვლება, რაც მათ წარმატება აათმაგებს კიდეც.

ამის ფონზე, მსოფლიოში არსებობს კონკრეტული ჟურნალები, რომელთა ერთი გამოცემა ათასობით დოლარიც კი ღირს. წარმოგიდგენთ ყველაზე “მოდურ“ ჟურნალებს მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებებით:

ჟურნალ Volt -ის ერთი ეგზემპლარი 14,99 დოლარი ღირს. ის ორიგინალური მოდისა და სილამაზის ერთ-ერთ უმაღლეს დონედ ითვლება.

15.00 დოლარს აღწევს ჟურნალ Zoo-ს ერთი ნომრის საფასური. Zoo magazine არის გერმანული ხელოვნების ჟურნალი, რომელიც ბერლინში სანდორ ლუბეს მიერ 2003 წლის 25 სექტემბერს დაარსდა. მისი შინაარსი ფოკუსირებულია არქიტექტურაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ჟურნალი გამოდის წელიწადში ოთხჯერ.

Purple Magazine 16,50 დოლარი ღირს. ეს ფრანგული ჟურნალი, რომელიც ელენ ფლეისისა და ოლივერ ზამის მიერ 1992 წელს დაარსდა, ყურადღებას ამახვილებს მოდაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე.

საშუალო ღირებულების ჟურნალებში გადის ასევე S Magazine, რომელის საფასური 26.00 დოლარია. ის არის წამყვანი ძვირად ღირებული ცხოვრების სტილის ჟურნალი, რომელიც დეტალურად აღწერს უახლეს ტენდენციებსა და მოვლენებს მოდის, სილამაზის, დიზაინისა და კულტურის სამყაროში.

ქვემოთ მოცემული ჟურნალების ფასი კი 50 დოლარს აღემატება:


Living Magazine - 50,00 დოლარი - 2004 წელს დაარსებული ეს ჟურნალი აშუქებს ტენდენციებს ხელოვნებაში, კულტურაში, მოდის, სილამაზის, ფუფუნების არქიტექტურაში, მოგზაურობაში.

Architectural Digest - 71,40 დოლარი - ჟურნალი მუდმივად წერს ახალ ძვირად ღირებულ სახლებსა და დიზაინებზე. მოგზაურობის, ხელოვნებას, კულტურის უახლეს ინოვაციებზე, რაც სპეციფიური აუდიტორიისთვის საინტერესოა.

Super Motors Magazine - 102.00 დოლარი - ეს არის მოთხოვნადი ჟურნალი ავტომობილების მოყვარულისთვის, ვისაც სურს დაეწიოს სუპერმანქანების სამყაროს უახლეს ტენდენციებს. გამოცემა აანალიზებს უძლიერეს და ყველაზე ძვირად ღირებულ სუპერ სპორტულ, ტრასის და ყველა სხვა სუპერ ქარს.

Robb Report Magazine - 108,88 დოლარი - ჟურნალი Robb Report არის ყველაზე პოპულარული გამოცემა ავტომობილების, ავიაციის, უძრავი ქონების და ძვირად ღირებული სამკაულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ყოველთვიური ჟურნალი 1976 წელს ლოს-ანჯელესის ცენტრში, კალიფორნიაში დაარსდა.

Zoot - 155.00 დოლარი - Zoot მკითხველისთვის მოდური ინფორმაციის, მოდის, მუსიკის, ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და ცხოვრების სტილის სხვა თემებზე წერს. ჟურნალი, დროთა განმავლობაში, გახდა შესანიშნავი პლატფორმა ცნობილი დიზაინერების, მოდელებისა და ფოტოგრაფებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები.

Nomenus Quarterly Magazine – 2500-დან 6500 დოლარამდე - Nomenus Quarterly არის შეზღუდული გამოცემის ჟურნალი, რომელიც დააარსა მედიგან ჰეკმა. თითოეული ნომრის ფასი განსხვავებულია, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით კი ის ძალიან მცირე ტირაჟით - თვეში 10 ცალი ეგზემპლარი გამოიცემა. ჟურნალი დეტალურად აღწერს მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი მოდელის, დიზაინერისა და ფოტოგრაფიების ნამუშევრებს.

Kohl Magazine Diamond Studded – 10 000 დოლარი

Kohl არის ძვირად ღირებული ჟურნალი, რომელიც გამიზნულია მდიდარი აზიელი ქალბატონებისთვის. ჟურნალი გაერთიანებულია ძვირად ღირებული სამკაულების ბრენდ Damas-თან და კომპანიასთან ერთად მუშაობს თითოეულ გამოცემაზე. ჟურნალის თითოეული ეგზემპლარი, სადაც აქსესუარების შესახებ იწერება, მორთულია 91 გრამი სუფთა ოქროთი და ბრილიანტით.

წყარო: therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up