რომელია მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირად ღირებული ყავა

რომელია მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირად ღირებული ყავა

access_time2021-03-03 21:30:00

ყავას ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის ყოვედღიურობაში უდიდესი ადგილი უკავია. გიგანტური ინდუსტრია მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს და სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხანი ასე გაგრძელდება.



არსებობს ყავის მრავალფეროვანი არჩევანი, არომატის, გემოს, ხარისხის, კოფეინის შემცველობის და ფასის მიხედვით. თუმცა, როგორც აღმოჩდა, პროდუქტი შეიძლება წარმოუდგენელი თანხა ღირდეს. გთავაზობთ ინფორმაციას ყველაზე ძვირად ღირებულ ყავებზე მსოფლიოში.



1. Black Ivory Coffee, კილოგრამი 3 304 დოლარი


Black Ivory Coffee Company 450 გრამს 1000 დოლარადაც ყიდის. აქვს დაბალ ფასიანი ვარიანტიც, თუ ყავას შინ მოხარშავთ, შეფუთვის შეძენა 80 დოლარადაც შეგიძლიათ.

Black Ivory Coffee ყველაზე ეგზოტიკური ყავაა მსოფლიოში, აქვს დახვეწილი არომატი, რომელშიც იგრძნობა შოკოლადის, ალაოს, სანელებლების და ბალახის გემო.

ყავას ტაილანდში აწარმოებენ. მარცვლებს ტაისის ჯიშის სპილოებს აჭმევენ. სპილოს კუჭ-ნაწლავიც ყავის მარცვლებში მჟავიანობას ამცირებს, ცილებს შლის და ყავას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს. მსოფლიოსი ყველაზე ძვირადღირებული ყავის დაგემოვნება ტაილანდსა და მალდივის კუნძულებზეა შესაძლებელი.



2. კოპი ლუვაკი, კილოგრამი 1 322 დოლარი

KOPI LUWAK მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და ამავდროულად “უხერხული“ ყავაა. მისი სამშობლო ინდონეზიაა. KOPI LUWAK კუნძულ იავაზე, პატარა ცხოველ ციბეტას დახმარებით იწარმოება. ციბეტა ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭ-ნაწლავს გაივლის და გამოდის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში. ყავის წარმოების მიზნით ინდონეზიის კუნძულ იავაზე უამრავი ციბეტა დაატყვევეს.

ყავა KOPI LUWAK–ი ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით იყიდება.



3. Hacienda la Esmeralda, კილოგრამი 350 დოლარი

ყავის ბევრი მოყვარული HACIENDA LA ESMERALDA–ს მსოფლიოს საუკეთესო ყავად მიიჩნევს. ის პანამაში, ბოკუტის რეგიონში იზრდება და ცნობილი გეიშას ჯიშის ერთ–ერთი სახეობაა. მისი მოყვანა მხოლოდ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზეა შესაძლებელი.

HACIENDA LA ESMERALDA–ს მაღალ ფასს მისი იშვიათობაც განსაზღვრავს. მისი ხე მოსავალს რამდენიმე წელიწადში ერთხელ იძლევა და მოსავლელადაც საკმაოდ შრომატევადია. ყავას აქვს მეიერის ლიმონის, ჟასმინის და ატმის გემო.




4. Ospina Dynasty Gran Café Premier Classé Grand Cru, კილოგრამი 330 დოლარი

OSPINA DYNASTY GRAN CAFE PREMIER GRAND CRU–ს ისტორია 1835 წელს იწყება. მისი მოყვანა და რეალიზება ძმებმა ოსპინებმა დაიწყეს, რომლებიც ციხიდან იყვნენ გაქცეულნი.

იმ ჯიშის ხე, რომლითაც ყავა ოსპინა მზადდება მხოლოდ კოლუმბიაში, 7 500 ფუტის სიმაღლეზე მოდის.

ყავა გამოირჩევა ფორთოხლის ყვავილების (ესპანურად აზაჰარი), ფორთოხლის ხილის, ატმის და ჟასმინის არომატით. ის გთავაზობთ კენკრის, შოკოლადის, ქოქოსისა და მაკადამიას გემოვნებას. მას აქვს ცხარე, ხილის, ღვინის მსგავსი გემო.



5. წმინდა ელენეს ყავა, კილოგრამი 318 დოლარი

კუნძულ წმინდა ელენეზე ყავის მთლიანი წლიური წარმოება მხოლოდ 300 კილოგრამს შეადგენს, ამიტომ ეს პროდუქტი უნიკალურად ითვლება. 250 გრამის შეძენა 80 დოლარად არის შესაძლებელი.

წმინდა ელენა 122 კვადრატული კილომეტრი ფართობის ვულკანური კუნძულია, რომელიც ატლანტის ოკეანის შუაგულში ბრაზილიასა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას შორის მდებარეობს. ერთადერთი გზა კუნძულზე მისასვლელად არის ნავი რამდენიმე ანგოლადან, რომელსაც უახლოესი აეროპორტი 2600 კმ-ის დაშორებით აქვს. როგორც ცობილია, კუნძულზე ყავის ხეები 1700-იან წლებში აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ ჩაიტანა. მოგვიანებით, კუნძულზე ყავის წარმოება გასული საუკუნის 90-იან წლებში ინგლისელმა დევიდ ჰენრიმ აღადგინა. 2016 წელს კუნძულის მთლიანი მოსავლის დაახლოებით ერთი მესამედი Starbucks -მა შეიძინა.



6. Hacienda el Roble, კილოგრამი 220 დოლარი

Hacienda el Roble არის უაღრესად თანამედროვე ყავის მეურნეობა ჩრდილოეთ კოლუმბიაში. ყავის ხეები, რომლითაც HACIENDA EL ROBLE მზადდება მხოლოდ სამხრეთ კოლუმბიაში ერთ–ერთ ფერმაში ხარობს.

ყავის მაღალ ფასს, განსაკუთრებული არომატის გარდა, მისი სიმცირეც განსაზღვრავს. მისი მოსავალი წელიწადში მხოლოდ 22 კგ–ია. 2019 წელს ერთი ყუთი Hacienda el Roble აუქციონზე 120.05 დოლარად გაიყიდა.

მიმომხილველების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჰაკიენდას აქვს რბილი, სრულყოფილი გემო, ღრმა არომატით.


7. Jamaican Blue Mountain RSW Estates, კილოგრამი 154 დოლარი

იამაიკის Blue Mountain RSW Estates ყავა 1700-იანი წლებიდან იწარმოება. ყავას ციტრუსის არომატით და სიტკობითი გამოირჩევა. როგორც წესი, მას შაქრის გარეშე ამზადებენ.



8. Jamaican Blue Mountain Wallenford Estate, კილოგრამი 154 დოლარი

ამ ყავას იამაიკის ლურჯი მთების გრანდ ქედის პატარა ფერმაში, დაახლოებით 2100 მეტრის სიმაღლეზე აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ყავას სპეციალურ, ნოტიო პირობებს უქმნიან, რაც მის განსაკუთრებულ გემოს განსაზღვრავს.



9. Finca El Injerto Peaberry (ფინკა ელ ინჯერტო პიბერი), კილოგრამი 132 დოლარი

ამ ჯიშის ყავა გვატემალაში მოჰყავთ. მარცვლებს ლობიოსთან და წიწაკასთან ერთად ამუშავებენ, შემდეგ კი დიდ ცეცხლზე წვავენ. გავრცელებუჯლი აზრით, მას მართლაც გასაკუთრებული არომატი აქვს.



10. Fazenda Santa Ines (ფაზენდა სანტა ინესი), კილოგრამი 110 დოლარი

ბრაზილიური ყავა, რომელიც არც თუ ისე იაფი ღირს, წლების განმავლობაში მომხმარებელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. მისი შეძენა, პატარა შეფუთვებშიც არის შესაძლებელი, რაც მის გაყიდვებს ზრდის.

ყავის განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნაყოფს სპეციალურ მინერალურ წყალს უსხამენ, რომელიც სხვადასხვა ინგრედიეტებით არის შეზავებული. იგი ხილის არომატით გამოირჩევა.




BPN.GE






თეგები:
ყავა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up