რომელი ტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე გაგვიჭირდებოდა 2021-ში ცხოვრება

რომელი ტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე გაგვიჭირდებოდა 2021-ში ცხოვრება

access_time2022-01-09 12:30:21

სრულდება 2022 წლის პირველი კვირა  და შეგვიძლია, 2021 წლის განმავლობაში დაგროვილ ტექნოლოგიებს გადავავლოთ თვალი, რომელთა გარეშეც ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. სტატიაში კი ყველაზე ინოვაციური და მოთხოვნადი პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელთა ყოველდღიურობა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.

Lenovo-ს ჭკვიანი საათი

ამ ჭკვიანი საათის ღირებულება სულ რაღაც 29 დოლარია. ეს არის საკმაოდ პრაქტიკული მაღვიძარა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონი სხვა ოთახში დატოვონ. ამ გზით თავიდან აიცილებთ ძილის წინ თვალების გადაღლას და არასასურველი ნათების მიღებას, რომელიც ჩაძინების პრობლემებს უწყობს ხელს.


Philips Smart Hue ნათურები

ალბათ, იმაზე ფიქრი, რომ სახლის ნათურები Wi-Fi-ს დაუკავშირდებოდა, ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა Philips-მა ეს აღქმა შეცვალა და ახლა უკვე შესაძლებელია განათების სმარტფონით კონტროლი. ამრიგად, აღარ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ სახლიდან გასულს სინათლე ჩართული დაგრჩათ.


Peloton Bike

დატვირთული რეჟიმის პარალელურად, ძალიან რთულია სპორტული აქტივობებისთვის დროის გამონახვა — თუნდაც ველოსიპედით სიარულისთვის. ამ პრობლემის მოგვარებაში, შესაძლოა, Peloton Bike დაგეხმაროთ. ეს არის ველოსიპედი, რომელსაც სახლის რომელიმე კუთხეში განათავსებთ და თუნდაც შეხვედრაზე დასწრებისას დაკავდებით ვარჯიშით.


GoPro კამერა

GoPro Hero 5 Session ძველი მოდელია, რომელიც შესანიშნავ გაჯეტს წარმოადგენს მრავალფეროვანი კადრების გადასაღებად. იგი იღებს 4K  ვიდეოს და ულტრა-გლუვი, ნელი მოძრაობის კადრებს… თუმცა მარტივი პროგრამული უზრუნველყოფა  აქვს და შესაბამისად, კამერის გამოყენება საკმაოდ კომფორტულ პროცესთანაა დაკავშირებული.



Apple AirTags

იმ ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით კარგავს სხვადასხვა ნივთს, Apple AirTags იდეალური საშუალებაა. ეს ყველასათვის ცნობილი ტრეკერია. იგი Find My app Apple-თან ერთად გამოიყენება, რათა ნებისმიერი მოწყობილობა იპოვოთ. მისი შეძენა კი, 29 დოლარად შეიძლება.


B The Method 

დისტანციურად მუშაობის მეორე წლის განმავლობაში Lee Bart’s B the Method Pilates აპლიკაციამ დიდი გავლენა იქონია ბევრი მომხმარებლის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მრავალფეროვანი ფორმატები მოიცავს 15 წუთიან შესვენბას ან დღის ბოლოს ერთი საათით განტვირთვას — თავისი მედიტაციური მოძრაობებით. აპლიკაციის წლიური ღირებულება $159.99-ს (ან თვეში $17.99) შეადგენს.


Common Sense Media-ს მიმოხილვები

Common Sense Media ძალიან პრაქტიკული პლატფორმაა, რომელიც განიხილავს აპლიკაციებს, წიგნებს, სატელევიზიო შოუებს და მომხმარებლებს უჩვენებს, რომელი მათგანი რა ასაკისთვისაა შესაფერისი, რომელია გონების გასავითარებლად საუკეთესო და ა. შ.


Whirlpool Combo მაცივარი

ხშირად ადამიანები ამჯობინებენ, პროდუქტების სახით მთელი თვის მარაგი გააკეთონ. ამისთვის კი საკმაოდ დიდი ტევადობის მაცივარია საჭირო, რათა საკვების დიდი ხნით შენარჩუნება იყოს შესაძლებელი. ამისათვის იდეალურია 1700$-იანი Whirlpool Side-by-Side მაცივარი.


Google Nest Hub

ჭკვიან დინამიკისა და ეკრანის ინტეგრაცია მოწყობილობას კიდევ უფრო ჭკვიანს ხდის. Nest Hub უპირველეს ყოვლისა ციფრული ფოტო ჩარჩოა, რომელიც უახლესი მოვლენებისა და იუბილეების მნიშვნელოვან კადრებს უჩვენებს მომხმარებლებს. ასევე, იგი სინქრონიზდება Google Photos-თან და Google-ის Duo ვიდეო ზარის აპლიკაციით მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სმარტფონის შეუმჩნეველი ჩანაცვლება…


წყარო: marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up