რომელი სექტორები შეძლებენ 2021-ში 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას

რომელი სექტორები შეძლებენ 2021-ში 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას

access_time2021-03-08 20:00:00

სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია - ამ სამი სექტორის გარდა, 2020 წელს ყველა სექტორი მნიშვნელოვნად შემცირდა მათი დიდი უმრავლესობა კი, 2021 წელს 2019 წლის ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი - ამის შესახებ PMC Research Center -ის მიმოხილვაშია ნათქვამი.



კვლევაში დეტალურად არის ასახული მშპ-ს პროგნოზები, სექტორების მიხედვით.



,,2021 წლის სავარაუდო სცენარების საფუძველზე, გავაანალიზეთ მშპ სექტორალურ ჭრილში, და თითოეული სექტორისთვის ჩვენი პროგნოზები 2019 წლის მაჩვენებელს შევადარეთ.



აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე სექტორმა მოახერხა 2020 წელს ტრენდთან შედარებით ოდნავ მაღალი ზრდის ტემპი დაეფიქსირებინა. მათ შორისაა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია. ყველა სხვა სექტორში ან მნიშვნელოვანი ვარდნა, ან ტენდენციასთან შედარებით უარესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.




განთავსებისა და კვების ობიექტების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს მისი მშპ დაეცა 2019 წლის დონის 64%-მდე. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, სექტორი 2021 წელს თავისი 2019 წლის დონის 82%-ს დაიბრუნებს, ხოლო პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნება 75% და 89%, შესაბამისად. საბითუმო და საცალო ვაჭრობა, და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საქართველოს ეკონომიკის ორი ყველაზე მასშტაბური სექტორია, რომლებმაც 2019 წელს მთლიანი მშპ-ს 24% შეადგინეს.



2021 წელს ვაჭრობის აღდგენა მოსალოდნელია სამივე სცენარში - 2020 წელს დაფიქსირებული 93%–დან (2019-ის დონესთან შედარებით) 96%–მდე საბაზისო სცენარის შემთხვევაში. თუმცა, სექტორი ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი (98%).



რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, სექტორი შედარებით ნაკლებად შემცირდა 2020 წელს (მხოლოდ 2%-ით შემცირება 2019 წელთან შედარებით), რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სექტორის მხარდასაჭერად შექმნილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. სავარაუდოა, რომ პროგრამის გამო, 2021 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2020 წელში გადაინაცვლა, რის გამოც ველით, რომ საბაზისო და პესიმისტურ სცენარებში, უძრავი ქონების სექტორის მშპ 2021 წელს კვლავ შემცირდება და გაუტოლდება 2019 წლის დონის 97%-ს და 96%-ს, შესაბამისად, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში სექტორი შეინარჩუნებს 2020 წლის დონეს”-ნათქვამია მიმოხილვაში.



BPN.GE





თეგები:
სექტორები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up