რომელი სასტუმროები გაიხსნება საქართველოში მომდევნო 3 წელში - არის თუ არა მათ შორის ივანიშვილის პროექტები

რომელი სასტუმროები გაიხსნება საქართველოში მომდევნო 3 წელში - არის თუ არა მათ შორის ივანიშვილის პროექტები

access_time2023-03-24 16:30:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 22 მსხვილი სასტუმროს გახსნა არის დაგეგმილი, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობაც 3,449 ნომერი იქნება. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, დაგეგმილ ობიექტებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები - თაბორის სასტუმრო, რომელსაც 183 ნომერი უნდა ჰქონდეს და 2023 წელს უნდა გაიხსნას, ასევე 220-ნომრიანი „პარაგრაფი“ თავისუფლების მოედანზე.



დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისსა და ბათუმში შენდება.


მომდევნო წლებში ქვეყანაში შემდეგი სასტუმროები გაიხსნება:


  • Babylon Tower -  ბათუმი, გახსნის თარიღი 2025 წელი, ოთახების რაოდენობა 168,
  • Radisson Blu Gudauri გუდაური 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 157,
  • Swiss-Belhotel - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 186,
  • Holiday Inn Express - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 110,
  • Hilton Tbilisi - თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 200,
  • Tabori Ridge Recreation & Golf Resort - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 183,
  • Best Western Plus Likani Resort - ბორჯომი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 60,
  • Paragraph Welness Resort and Spa Abastumani - აბასთუმანი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Autograph Collection Signagi - სიღნაღი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 130,
  • Offices & Hotels at Erekle II Square - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Paragraph Resort Ganmukhuri - განმუხური 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 160,
  • Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi - ბათუმი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 120,
  • Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill - თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 177,
  • Marriott Autograph Collection-Panorama Sololaki -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 210,
  • Paragraph Hotel Freedom Square -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 220,
  • Hotel Sololaki Hills თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 190,
  • Swissotel - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Royal Abastumani - აბასთუმანი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 220,
  • Ibis Hotel Tskaltubo -წყალტუბო 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 149,
  • Radisson Racha - ონი(უწერა) 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 85,
  • Ibis Style Batumi - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 107,
  • Novotel Living Batumi - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 167.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up