რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აძევებენ საქართველოდან

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აძევებენ საქართველოდან

access_time2020-02-12 21:58:59

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში უცხოელის საქართველოდან გაძევების 104 შემთხვევა დაფიქსირდა.


საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 32 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 11-11 პირი - თურქეთისა და ირანის მოქალაქეები; 8 - ინდოეთის, 7 - ნიგერიის, 6 - ერაყის, 5 - ეგვიპტის, 4 - მაროკოს, 3 - სომხეთის; ხოლო 2-2 ანგოლისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.


სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების კი 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნებია - ეთიოპია, კოტ-დიუარი, ბანგლადეში, კონგო, ნეპალი, პაკისტანი, ჰაიტი, კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბულგარეთი და გამბია.


რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 50 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 23 - 18 წლამდე; 16 გაძევებული პირი - 41-დან 65 წლამდე, ხოლო 15 - 18-დან -25-მდე ასაკის იყვნენ.


bpn.ge



თეგები:
მიგრაცია



ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ დაუსრულებელი ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ დაუსრულებელი  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ დაუსრულებელი ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის გაჩერება,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...


მსგავსი სიახლეები

up