რომელი ქვეყნების ვიზის მიღება უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს

რომელი ქვეყნების ვიზის მიღება უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს

access_time2019-07-27 21:30:31

 „როგორც კი საქართველოს პასპორტს დაინახავენ, რაღაცაში უკვე ეჭვმიტანილი ხარ. მსგავსი შემთხვევები შეინიშნება უკვე იმ ქვეყნებშიც, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგალითად ავსტრიასა და გერმანიაში. შენთან ერთად არიან ერაყიდან, თურქეთიდან, სირიიდან, თუმცა, ამ დროს შენი პასპორტის გამო შენ გამოგარჩევენ, რაც თავს დისკრიმინაციულად გაგრძნობინებს, - აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას.

 

ამის მიზეზად კორნელი კაკაჩია ორ მთავარ პრობლემას ასახელებს: თავშესაფრის მოთხოვნასა და გაზრდილ კრიმინალს, სადაც „ქართველები გამოირჩევიან.

 

„ეს შეიძლება დავუკავშიროთ ორი პრობლემას; ერთი - უნებართვო დარჩენასა და თავშესაფრის პოვნას, მეორე - კრიმინალურ აქტივობას, სადაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ქართველები გამოირჩევიან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ქართველები არ არიან. ეს კი საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას, - აღნიშნა კაკაჩიამ.

 

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას მოიცავს: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.

 

უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის 4 კანდიდატ ქვეყანასთან, ესენია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. ასევე, ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატ ქვეყნებთან: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

 

თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

 


კაკაჩიას თქმით, საზღვარგარეთ გამგზავრება მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს, რაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

 

„ირლანდიის, დიდ ბრიტანეთისა და ამერიკის ვიზის მიღება საკმაოდ რთულია, თუმცა აშშ-ს ვიზა თუკი ერთხელ მიიღე, 10-წლიანი პერიოდი გეძლევა. სირთულესთან ერთად, ეს დაკავშირებულია დიდ თანხებთანაც. ხშირ შემთხვევაში საკონსულო საქართველოში არ აქვთ, შესაბამისად საბუთები ბულგარეთში იგზავნება, რაშიც ასევე დიდი თანხა იხარჯება. გამგზავრების შემდეგ კი, მესაზღვრე ძალიან ცუდი თვალით გიყურებს. ისე შემოგხედავს, თითქოს კრიმინალში იყო ეჭვმიტანილი.

 

„მსგავსი რამ შეინიშნება უკვე იმ ქვეყნებშიც, სადაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, მაგალითად ავსტრიასა და გერმანიაში. ძირითადი აქცენტი ქუთაისის რეისზეა გაკეთებული. როგორც კი საქართველოს პასპორტს დაინახავენ, რაღაცაში უკვე ეჭვმიტანილი ხარ, მაგრამ რაში, არავინ იცის. მნიშვნელობა არ აქვს პროფესორი ხარ, თუ ვინ ხარ, ხშირ შემთხვევაში პოლიცია ცალკე გიბარებს.

 

„შენთან ერთად არის მთელი ერაყი, თურქეთიდან და სირიიდან მომავალი ხალხი, თუმცა, ამ დროს შენი პასპორტის გამო გამოგარჩევენ, რის შემდეგაც თავს დისკრიმინაციულად გრძნობ. ასეთი ტიპის პრობლემები უკვე საფრანგეთთანაც არსებობს.

 

ბრიტანეთის ვიზების მიღებაც შუამავალი კომპანიების მეშვეობით არის შესაძლებელი, სადაც ასევე დიდი თანხა უნდა გადაიხადო. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯებია. ხშირად ხდება, რომ დაბარებულ შეხვედრაზე თუნდაც 5 წუთითაც, რომ დააგვიანო, 50 ფუნტის გადახდა ცალკე გიწევს, - ამბობს კაკაჩია.

 

ასეთი კონტროლის მთავარ მიზეზად კაკაჩია თავშესაფრის მოთხოვნასა და გაზრდილ კრიმინალს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, ქართველები ჭარბობენ.

 

„ეს შეიძლება დავუკავშიროთ ორი პრობლემას; ერთი უნებართვო დარჩენასა და თავშესაფრის პოვნას, მეორე - კრიმინალურ აქტივობას, სადაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ქართველები გამოირჩევიან, თუმცა, მხოლოდ ქართველები არ არიან. ეს კი საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას.

 

„ეს ძირითადად ქუთაისის რეისს ეხება რატომღაც. არ ვიცი, რა ინფორმაციის წყარო აქვთ, რომ ცდილობენ ეს ხალხი უფრო კარგად შეამოწმონ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თბილისიდან ჩასულ რეისებზეც არის ასეთი შემთხვევები, რადგან შეიძლება იყოს ხალხი, ვინც არ იცის სად და რაზე მიდის.

 

ცდილობენ, თავშესაფრის მთხოვნებელთა რიგს კიდევ სხვა ქართველები არ დაემატოს. ეს ასევე შეიძლება დავუკავშიროთ კრიმინალის გაზრდასაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთ ყველა ქართველი სწორედ ამის გამო მიდის, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

 

წყარო: რეზონანსი





საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
access_time2021-05-14 11:00:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ,...


მსგავსი სიახლეები

up