რომელი ქვეყნები გადაინაცვლებენ მალე მდიდარი ქვეყნების ჯგუფში

რომელი ქვეყნები გადაინაცვლებენ მალე მდიდარი ქვეყნების ჯგუფში

access_time2019-11-03 16:00:39

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავლების მიხედვით აჯგუფებს. შემოსავალი დაანგარიშებულია ე.წ. ატლასის მეთოდით, სადაც ნომინალური აშშ დოლარის ნაცვლად ინფალციის და ვალუტის კურსის მიხედვით კორექტირებული აშშ დოლარია გამოყენებული. ბანკი ოთხ ჯგუფს გამოყოფს:

1. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებსაც ღარიბი ქვეყნები შეიძლება ვუწოდოთ. ამ ჯგუფში ხვდებიან ის ქვეყნები, სადაც წლიური მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1 025 დოლარი ან ნაკლებია;

2. საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 1 026 დოლარიდან 3 995 დოლარამდეა;

3. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3 996 დოლარიდან 12 375 დოლარამდეა;

4. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 12 376 დოლარი ან მეტია.


ატლასის მეთოდის მიხედვით, ერთ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი შვეიცარიაშია - წელიწადში 83 600 დოლარი. შემდეგ ნორვეგია მოდის 80 800 დოლარით. საქართველო 4 130 დოლარით საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია, თუმცა საკმაოდ ახლოს არის ქვედა ზღვართან (2 995 დოლარი).

მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადასვლასთან ყველაზე ახლოს აფრიკული ქვეყანა  მავრიკია, რომელიც პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა ინდოეთის ოკეანეში და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 12 050 დოლარია. შემდეგ მოდის  კოსტა რიკა - 11 510 დოლარით, რომლის შემოსავლების დაახლოებით 8%-ით ზრდაა საჭირო, რომ მდიდარ ქვეყნებში გადაინაცვლოს. ასევე, მალე შეაბიჯებს მდიდარი ქვეყნების ჯგუფში  რუმინეთი, სადაც ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 290 დოლარია და ნორმალური ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს. შემდეგ მოდიან  ნაურუ, მალაიზია და თურქეთი. თუმცა, თურქეთში რთული ეკონომიკური სიტუაციაა და გაუჭირდება უახლოეს წლებში გადასცდეს 12 375 დოლარიან ზღვარს.

 


Forbes Georgia




ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up