Webometrics Ranking of World Universities-ის მიერ მომზადებული ამიერკავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების რანჟირების ნუსხაში საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) პირველ ადგილზეა. ირკვევა, რომ თსუ რეგიონში #1 უნივერსიტეტია, ხოლო მსოფლიო რანჟირების რეიტინგში 1512 ადგილზეა.
ამიერკავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების რანჟირების რეიტინგში, რომელშიც 30 უნივერსიტეტი შედის, 11 ქართული უნივერსიტეტია, საიდანაც 6 სახელმწიფოა, ხოლო 5 უნივერსიტეტი - კერძო.
რაც შეეხება ლიდერებს, TOP-5 უნივერსიტეტში პირველი, მეორე და მესამე ქართულ უნივერსიტეტებზე მოდის.
ამიერკავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა თსუ, ხოლო მეორეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), მეამეზე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია (ილიაუნი).
ქართული კერძო უმაღლესი სასწავლებლებდან ამიერკავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში ლიდერობს საქართველოს უნივესიტეტი, ის მთლიან რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა.
მაშ ასე, ამიერკავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალშია: თსუ, სტუ, ილიაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უბივერსიტეტი.