საიტ east.fruit-ს კვლევის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების და რეალიზების კუთხით, საუკეთესოა სავაჭრო ქსელია „Agrohub“ - ია.
ბაზრის შესწავლამ ცხადყო, რომ აგრარული პროდუქციის მიმწოდებლებისთვის ის გაცილებით უფრო მიმზიდველია ვიდრე სხვა ქსელები.
შეფასება 5 კატეგორიაში ხდებოდა და 5-ვეში Agrohub საუკეთესო აღმოჩნდა - მათ შორისაა ქსელის პოპულარობა შესაბამისი პროდუქციის ყიდვის კუთხით, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ტემპები, დამატებით გადასახადების არარსებობა და პარტნიორების დადებითი გამოხმაურება.
მიმწოდებლები (ფერმერები და შუამავლები) Agrohub-ს თანამშრომლობის კომფროტულ პირობების გამო აქებდნენ. მცირე მეწარმეების თქმით, სხვა ქსელებისგან განსხვავებით, ის პროდუქციის მცირე პარტიებსაც იბარებს. ამავე დრო მსხვილი მიმწოდებლები კმაყოფილები იმით იყვნენ, რომ, Agrohub სხვებთან შედარებით დიდ პარტიებს იბარებს.
„Agrohub“-ის ხილ-ბოსტნეულის განყოფილების სისუსტე მხოლოდ შედარებით მაღალი ფასებია - ამ კატეგორიაში ის მე-2 ადგილზეა, პირველობას მხოლოდ „კარფური“ არ უთმობს.
სხვათა შორის, კვლევაში „კარფურმა“ მეტწილად უარყოფითი შეფასებები მიიღო - ის მწარმოებლებისგან, დახლზე მოსახვედრად დამატებით გადასახადს ითხოვს, ხოლო შეკვეთის ღირებულების დაფარვის კუთხით Agrohub-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
კვლევის დროს მიმწოდებლები „კარფურთან“ თანამშრომლობის პირობებით უკმაყოფილებას არ მალავდნენ.
„კარფურის“ მენეჯმენტი და პერსონალი არაკომპეტენტურია, პროდუქციის შენახვის წესები არ იციან, საქონლის მიღების დროს ქაოსი აქვთ, ისინი გაფუჭებული პროდუქციის გამო ხშირად პრეტენზიებს გვიყენებენ მაშინაც კი, თუ საქონელი მათთან გაფუჭდა“.
ერთ-ერთმა მიმწოდებელმა ასევე გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მიმწოდებლები მალფუჭებადი პროდუქციის შესაძლო გაფუჭების გამო სპეციალურ გადასახადს იხდიან, რაც არც ერთ სხვა ქსელში არ ხდება.
რეიტინგის მეორე ადგილზე „ნიკორა“ გავიდა, მაგრამ მის მიმართ მეწარმეებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ - პირველ რიგში შეკვეთის ღირებულების ანაზღაურების ვადებთან დაკავშირებით.
თუმცა, მთლიანობაში მომწოდებლები „ნიკორას“ პერსონალით კმაყოფილები არიან - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს კომპანია პასუხისმგებლიანია, შენიშვნებს ითვალისწინებს და გამოსწორებას ცდილობს.
მე-3 ადგილo რეიტინგში Goodwill-ს ერგო, რომლის ყველა დიდი პრობლემა გადახდების დაგვიანება იყო.
კვლევის თანახმად Goodwill ასევე ხილ-ბოსტნეულზე მაღალი ფასებით გამოირჩევა, ნიკორა კი - აგრარული პროდუქციის დაბალი ხარისხით.
აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის განყოფილებების მუშაობას ეხება, და სავაჭრო ქსელების ზოგად მდგომარეობას და მათ ადგილს ბაზარზე არ ეხება.