რომელი გამშვები პუნქტებიდან შეუძლიათ ქართულ სატვირთო გადამზიდავებს თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლა და როგორია განახლებული ტარიფები

რომელი გამშვები პუნქტებიდან შეუძლიათ ქართულ სატვირთო გადამზიდავებს თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლა და როგორია განახლებული ტარიფები

access_time2022-09-29 09:00:59

1-ლი ოქტომბრიდან თურქმენთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნებისმიერი ავტომობილის შესვლისთვის გადასახადი იზრდება. საუბარია ქვეყანაში შემსვლელთათვის ასევე ტრანზიტული გადაადგილებისთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა შესაბამის განკარგულებას ხელი 14 სექტემბერს მოაწერა.


ახალი სატარიფო გეგმის მიხედვით, რომელიც ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა, თურქმენეთის ტერიტორიაზე შესულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შემდეგი საფასურის გადახდა მოუწევს: მოტიციკლი - 30 დოლარი, მსუბუქი ავტომობილი - 67 დოლარი, ავტობუსი (12 ადგილამდე) - 76 დოლარი, ავტობუსი (13-დან 30 ადგილამდე) - 111 დოლარი, ავტობუსი (30 ადგილზე მეტი) - 163 დოლარი, სატვირთო ავტომობილი (10 ტონა ტვირთის გამწეობით) - 130 დოლარი, სატვირთო ავტომობილი (10-დან 20 ტონამდე ტვირთის გამწეობით) - 180 დოლარი, სატვირთო ავტომობილი (20 ტონის მაღლა) - 250 დოლარი.


იმავდროულად თურქმენეთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებს, ქვეყნის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებას კონკრეტული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით აძლევს.
როგორც ირკვევა COVID-პანდემიის ფონზე ქვეყანა საბაჟო გამშვებ პუნქტებს ეტაპობრივად ხსნის და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების გატარებისთვის გამშვები პუნქტებიც ეტაპობრივად ემატება.


როგორც საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თურქმენეთში ტრანზიტულად გადაადგილების შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა (ორივე მიმართულებით) დაშვებულია შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით:



• ,,თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო პორტი“ (თურქმენეთი) - ,,არტიკ“ (თურქმენეთი) - ,,ლუტფაბად (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
• ,,თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო პორტი“ (თურქმენეთი) - ,,სარახს“ (თურქმენეთი) - ,,სარახს“ (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
• ,,თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო პორტი“ (თურქმენეთი) - ,,ფარაპ“ (თურქმენეთი) – ,,ალატ“ (უზბეკეთის რესპუბლიკა);


ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელებისას ქვეყანაში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა დაშვებულია თურქმენეთის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით:


• ,,ალტინ ასირ“, ,,არტიკ“, ,,სარახს“ და ,,ფარაპ“-ის გავლით უახლოეს სატვირთო სარკინიგზო სადგურის ან საწყობის ტერიტორიაზე ტვირთის დატვირთვა/ გადმოტვირთვა და ქვეყნიდან ხსენებული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით გასვლა;


• ,,თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო პორტი“-ის გავლით პორტის ტერიტორიაზე ტვირთის დატვირთვა/ გადმოტვირთვა და ქვეყნიდან გასვლა;





TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up