რომელი ავიაკომპანიებისგან ითხოვენ კომპენსაციას საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად - Flyhelp

რომელი ავიაკომპანიებისგან ითხოვენ კომპენსაციას საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად - Flyhelp

access_time2020-05-24 11:00:47

სააგენტო Flyhelp  ავიაკომპანიების მგზავრთა უფლებებს უკვე სამი წელია იცავს. მგზავრებისთვის ავიახაზებისგან კომპენსაციის მიღებაში დახმარება სააგენტოს მთავარი საქმიანობაა. თუ გაქვთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ფრენის ისტორია, შეგიძლიათ მიიღოთ კუთვნილი თანხა - 250, 400 ან 600 ევროს ოდენობით. როგორია პროცედურები და რა დროში იქნება შესაძლებელი კომპენსაციის მიღება - ამის შესახებ, რადიო კომერსანტს  სააგენტო  Flyhelp-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ ფარცხალაძე ესაუბრა.


„პანდემიის პერიოდში, ყველასთვის დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღება მნიშვნელოვანი გახდა.  ჩვენი განაცხადის ფორმის შევსება ძალიან მარტივია. უნდა შეავსოთ რამდენიმე ველი : სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, ბილეთისა და პასპორტის ატვირთვა, მზადდება მინდობილობა და უკვე მზად ვართ გამოძიების დასაწყებად და იმის გასარკვევად,თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ რეისზე.

ვადგენთ სარჩელს, გააცნია ასევე,საიდან მოხდა დაგვიანება, და რა რეგულაცია აქვს კონკრეტულ ქვეყანას. სარჩელი ეგზავნება ავიახაზსს, რეკომენდირებულია 3 თვიანი პერიოდი პასუხის გასაცემად, ავიახაზი არ არის ვალდებული, თუმცა იძლევა დაგვიანების და გაუგქმებასთან დაკავშირებით პასუხს.  იმ შემთხვევაში,თუ ავიახაზის მიერ დასახელებული მიზეზი არ ემთხვევა წინასწარი გამოძიების შედეგებს, ვსარგებლობთ მედიაციის საბჭოებით ან ვრთავთ კონკრეტული ქვეყნის სამოქალაქო ავიაციას, შემდგომ სასამართლოს. ხშირია სამწუხაროდ, შემთხვევები,როდესაც მგზავრის უფლებები ირღვევა და ავიაკომპანია მალავს ამას.

მომართვების 90% შემთხვევებში თანხა ბრუნდება ერთ თვეში, ან თვენახევარში. არის შემთხვევები,როცა საქმეები პრობლემურია და მეტ დროს მოითხოვს, საჭირო ხდება სამი ან ექვსი თვე. ჩვენ დარგში არ არის განსაზღვრული დროები. ყველაზე მცირე დრო პრაქტიკიდან მახსენდება შემთხვევა,როცა მგზავრს ერთ კვირაში დაუბრუნდა თანხა.

პანდემიის დროს ძირითადად, მოთხოვნაა  ბილეთის უკან დაბრუნებაზე. პანდემია  მიეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას, რომლის დროსაც ავიახაზი კომპენსაციისგან თავისუფლდება, მაგრამ კანონი არ ათავისუფლებს მათ ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზების პასუხისმგებლობისგან. მაგალითად, ეგეოსის ავიახაზებს აქვთ უფლება, რომ ვაუჩერი გადასცეს მგზავრებს და არა თანხა გადასცეს.


კომპენსაციის მოთხოვნით, ყველაზე ხშირად მოგვმართავენ  Wizzair, Turkish Airlines, Georgian Airways-ის შემთხვევაში, ძირითადი პრობლემები ეხება რეისის დაგვიანებას, გაუქმებას, ხომალდზე არ დაშვებას და ბარგთან დაკავშირებულ საკითხებს,“- აღნიშნავს ვახტანგ ფარცხალაძე.

 

 


თეგები:
მოგზაურობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up