რომელი ავიაკომპანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზარზე?

რომელი ავიაკომპანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზარზე?

access_time2021-10-13 21:00:00

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელმაც პირველობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს დაიბრუნა.


თურქულმა ავიაგადამზიდავმა 2021 წლის 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოზიციები იგივე პროცენტულ დონეზე (12%) შეინარჩუნა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 1%-ით (11%) გაიმყარა.


AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში Turkish Airlines-ი 189457 მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელი გახდა.


საქართველოს ავიაბაზარზე 10%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 160694 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ მოახერხა და ერთის წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 5%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი 7%-ით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 3%-ს. SkyUp Airlines-მა ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ერთ-ერთ პირველ მიმართულებად სწორედ რომ საქართველო აირჩია.


საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა რეიტინგში რიგით მესამე მოთამაშეა ბელორუსული ავიაკომპანია Belavia, რომელიც 2021 წლის 9 თვეში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 143624 მგზავრს მოემსახურა, რითაც ბაზრის 9%-იანი წილის მფლობელი გახდა. Belavia-მ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 2020 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 3%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის 9 თვესთან შედარებით კი 7%-ით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ავიაკომპანია 2020 წლის 9 თვის მაჩვენებლებით საქართველოს ავიაბაზრის 6%-იანი წილის მფლობელი იყო, 2019 წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი 2%-ის.



საქართველოს ავიაბაზრის 7-7%-იანი წილის მფლობელები არიან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი და უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი.


2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი 103294 მგზავრით ბაზრის 6%-ის მფლობელია საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც 2020 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით ბაზრის ასევე 1%-ს ფლობდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის 1%-ს.


2021 წლის სამი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს ავიაბაზრის 5%-ს აკონტროლებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai.


გადაყვანილი მგზავრთნალადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან ავიაკომპანიები:Georgian Airways-ი, AZAL, Bees Airline, Air Astana, FlyArystan, Israir Airlines, Ukraine International Airlines (FlyUIA), LOT Polish Airlines. 2-2%-ს კი ფლობენ: Lufthansa, Air Arabia, Aircompany Armenia, EL Al, Yanair, Qatar Airways.


PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება შეზღუდული ჰქონდათ და ბაზარზე დაბრუნება ეტაპობრივად და მინიმალური სიხშირეებით დაიწყეს.


avianews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up