ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა.
ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ზრდა 101%;
სანოტარო გადასახდელი - 96%;
სიმინდის ფქვილი - 83%;
ასლის გადაღება - 63%;
სარეცხი საპონი - 43%;
ნამცხვარი - 40%;
კარტოფილი - 39%;
შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39%;
ვაფლი კრემით - 38%;
ხახვი - 38%.
Bnp.ge