რომელ ვაქცინას მივანიჭო უპირატესობა? როგორ მოვიქცე აცრის შემდეგ და შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვაქცინის შერევა?

რომელ ვაქცინას მივანიჭო უპირატესობა? როგორ მოვიქცე აცრის შემდეგ და შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვაქცინის შერევა?

access_time2021-06-15 00:00:00

მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩნდება ახალი პრეპარატები და ახალი კითხვები ამა თუ იმ ვაქცინის გვერდით მოვლენებთან, მათ ეფექტიანობასთან, აცრილი ადამიანის იმუნიტეტის ხანგრძლივობასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ინტერნეტში კი იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, რომ ამ ნაკადში გარკვევა არც ისე მარტივია. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემებიც კი ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ზოგიერთ საკითხზე თავად ექიმები და მეცნიერები ვერ შეთანხმებულან. აცრასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს შესაბამისი პასუხები BBC-მ გასცა.


რომელი ვაქცინაა საუკეთესო?


სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ საუკეთესო ვაქცინა არის ის, რომელიც პირადად თქვენთვის არის ხელმისაწვდომი. ამ ზოგად წესს მხოლოდ ერთი გამონაკლისი აქვს - თუ თქვენ კონკრეტული ვაქცინის მიმართ უკუჩვენებები აღგენიშნებათ. ამ შემთხვევაში, ნამდვილად უნდა აიცრათ უფრო უსაფრთხო პრეპარატით (თუ ეს შესაძლებელია) ან დაელოდოთ მის შემოტანას.


აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ აცრის უკუჩვენებასთან დაკავშირებით ან ამ მიმართულებით სხვა საკითხებზე გარკვეული ეჭვები გაქვთ, უმჯობესია, არ დაეყრდნოთ საკუთარ მოსაზრებას ან ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების (თუნდაც სამედიცინო განათლების მქონე) რჩევებს. თითოეულ პრეპარატს აქვს საკუთარი უკუჩვენებები (შესაძლო ინდივიდუალურ მიუღებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამიტომაც უმჯობესია თვითდიაგნოსტიკა კი არ ჩაიტაროთ, არამედ დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს, ვინც თქვენი სამედიცინო ისტორია იცის.


როგორ მოვიქცე აცრის შემდეგ? რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა?


აცრის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, რათა საშიში ალერგიული რეაქცია გამოირიცხოს. თუმცა მერეც, უმჯობესია, დღის ბოლომდე საჭესთან არ დაჯდეთ. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ალკოჰოლისგან თავის შეკავება მოთხოვნების ჩამონათვალში არ შედის. ექიმები გირჩევენ, ინექციიდან რამდენიმე დღე სპირტიანი სასმელი არ მიიღოთ, რადგან სისხლში ალკოჰოლის შემცველობა ნებისმიერი დაავადების მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აფერხებს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეთ.



დანარჩენი რეკომენდაციები პრაქტიკულად არ განსხვავდება იმ რჩევებისგან, რომელთაც ექიმები ნებისმიერი აცრის შემდეგ გვაძლევენ. ერთი ან ორი დღის განმავლობაში უმჯობესია არ დაისველოთ და არ შეეხოთ ინექციის ადგილს, რამდენიმე დღის განმავლობაში კი სასურველია, რომ ფიზიკური (და თუ ეს შესაძლებელია, ემოციური) სტრესი მაქსიმალურად შეამციროთ. ზოგადად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დროებით თქვენი ორგანიზმი შეიძლება ოდნავ დასუსტდეს. ამიტომაც თავიდან უნდა აიცილოთ სხეულის გადახურება (აბანოში ან საუნაში) ან პირიქით, შეციება. ამავდროულად, არ მიიღოთ საკვები, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.


კონკრეტულად, რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?


ადამიანების უმრავლესობას აცრა ყოველგვარი განსაკუთრებული სიმპტომის გარეშე გადააქვს. ამ დროს შესაძლებელია მცირე სისუსტე, ინექციის ადგილზე სუსტი ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება, კუნთების მცირე დისკომფორტი, ზოგჯერ ცხელება, გაცილებით იშვიათად კი - შემცივნება, გულისრევა და შესაძლოა, ლიმფური კვანძების ოდნავ შეშუპება. ეს ყველაფერი იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესში აბსოლუტურად ნორმალური რეაქციაა. ამ დროს აცრილი ადამიანი გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.


ექიმების რჩევით, 38 გრადუსამდე ტემპერატურის დაწევა საჭირო არ არის. თუ სიცხე უფრო მაღალია, შეგიძლიათ მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალება, რომელსაც ჩვეულებრივ გაციების დროს იყენებთ, სასურველია პარაცეტამოლი. იშვიათ შემთხვევებში, ცხელება შეიძლება ორიდან სამ დღემდე გაგრძელდეს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კი ძალიან იშვიათად ვლინდება. მაგალითად, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, თრომბოზის ნიშნები ყოველ მილიონ აცრილ ადამიანში 4-5 პირს უვლინდება (0.0005%), მაშინ, როდესაც ამდენივე კოვიდგადატანილი პაციენტში 39 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, წინასწარი მონაცემებით, აცრა თრომბოზის რისკს დაახლოებით რვაჯერ ამცირებს.


უსაფრთხოა თუ არა ვაქცინების შერევა?


მარტივი პასუხია - დიახ, თუმცა გარკვეული სიფრთხილე აქ ნამდვილად საჭიროა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ვაქცინს უკუჩვენებების საკუთარი ჩამონათვალი აქვს. ასე რომ, თუ რაიმე მიზეზით სხვა პრეპარატით აცრას გადაწყვეტთ, ამის შესახებ კონსულტაცია წინასწარ ექიმთან გაიარეთ. სხვა შემთხვევაში კი კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინების შერევა შეიძლება არა მარტო უსაფრთხო, არამედ სასარგებლოც იყოს.


მაგალითად, მოხალისეებში, რომლებმაც პირველი ინექცია ვექტორული ვაქცინა AstraZeneca–თი გაიკეთეს, მეორე კი - რნმ ვაქცინა Pfizer–ით, ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულების კონცენტრაცია საშუალოდ 30-40 ჯერ გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებული ორი განსხვავებული ვაქცინის შერევამ ზუსტად ასე უნდა იმუშაოს. უფრო მეტიც, ამის შესამოწმებლად დამატებითი კვლევის ჩატარება საჭირო არც არის. როგორც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორმა, დენიელ ოლტმანმა ჟურნალ Nature-ის მკითხველები დაარწმუნა, ასეთი გამაძლიერებელი ეფექტი ”აბსოლუტურად იმუნოლოგიის ძირითად პრინციპებს ეყრდნობა”.


imedinews.ge


თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up