რომელ უწყებაში იგეგმება შრომის ანაზღაურების ზრდა?

რომელ უწყებაში იგეგმება შრომის ანაზღაურების ზრდა?

access_time2021-10-26 17:30:14

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ 2022 წლის ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა 107-ით იზრდება და მათი რაოდენობა 112,712 პირს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული მომუშავეთა რიცხოვნობა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას, რაც რეალურად ასახავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით მხოლოდ მესამედს. მაგალითად, აღნიშნული მონაცემები არ ფარავს ადგილობრივი თვითმართველობების, მთელი რიგი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საპენსიო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საჯარო სექტორში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული.


სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ყველაზე დიდი ზრდა საერთო სასამართლოებსა (+79) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (+53) იგეგმება. მომუშავეთა რაოდენობის კლება გათვალისწინებულია 5 უწყებაში (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საპენსიო სააგენტო). 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, საპენსიო სააგენტოს მომუშავეთა რიცხოვნობა განსაზღვრული-0-ით, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წლიდან სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ იგეგმება. 



2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა. კერძოდ, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება 17.1 მილიონი ლარით და 1.65 მილიარდ ლარს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავი დაწესებულებების მიხედვით, შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია დაგეგმილი. ყველაზე დიდი კლება (-21,1 მილიონი ლარი) გათვალისწინებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელი არ არის საარჩევნო წელი. 2022 წელს ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იგეგმება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლიურად 6.2 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები 5.8 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.



Report.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up