მთავრობის იმ ეკონომიკური საქმიანობების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ იზღუდება.
დადგენილებაში, მათ შორის განსაზღვრულია, საქმიანობები, რომელთაც მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. კერძოდ, ეს ეკონომიკური საქმიანობებია:
IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).
bpn.ge