რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ყველაზე ხშირად სამუშაოდ

რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ყველაზე ხშირად სამუშაოდ

person access_time2016-08-22 15:09:59

წლიდან წლამდე საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს სხვა ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების მიზნით. 

დღესდღეობით ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველია გადახვეწილი სხვა ქვეყანაში, არ არსებობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები სამუშაოდ ყველაზე ხშირად და ძირითადად რა სამუშაოს ასრულებენ. ამ საკითხებზე მიგრაციის ცენტრის დირექტორს გიორგი გოგიშვილს გავესაუბრეთ. 

 

- ქართველები სამუშაოს მიზნით ძირითადად საბერძნეთს, სეზონურად - თურქეთს, რუსეთს, აშშ-ს, იტალიასა და ესპანეთს ირჩევენ.  როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში არალეგალურ დასაქმებაზეა საუბარი. ყოველწლიურად დინამიკა მსგავსია, უბრალოდ შეიძლება ერთ წელს იტალიაში უფრო მეტი წავიდეს, ვიდრე ესპანეთში და პირიქით. 

 

- ძირითადად, რაზე არიან დასაქმებულები? 

 

- ქვეყნების მიხედვით, დასაქმების სახეებიც განსხვავებულია. თურქეთი - მამაკაცები სეზონურად სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და ქარხნებში არიან დასაქმებულები. რაც შეეხება ქალებს, ისინი საქმდებიან ფაბრიკებში, მოხუცის ან ბავშვის მომვლელად. 

 

საბერძნეთში მამაკაცები საქმდებიან სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სფეროში. ქალები ძირითადად მოხუცს ან ბავშვს უვლიან. გარდა ამისა, შესაძლოა კაფეებსა და რესტორნებში იყვნენ დასაქმებულები. 


 

რუსეთში მამაკაცების უმეტესობა სხვადასხვა ხელობით არის დაკავებული, მათ შორის მშენებლობაზე მუშაობითაც.  ქალების შემთხვევაში, უფრო მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები და ასევე ოჯახებში მომვლელებად. 

 

ამერიკა საკმაოდ განსხვავებული და მრავალმხრივია, თუმცა მამაკაცების შემთხვევაში, მშენებლობა აქაც წამყვანი დარგია. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, დასაქმებაც უფრო მრავალფეროვანია. ქალბატონები ძირითადად მოხუცის ან ბავშვის მომვლელებად მიდიან, თუმცა მოხუცის მომვლელი უფრო ბევრია.

 

იტალია და ესპანეთი ერთ კატეგორიაში გადის. ამ ქვეყნებში ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები.  ქალები ძირითადად მომსახურე სფეროში საქმდებიან,  უფრო სამზარეულოში. ასევე ბევრი მათგანი მუშაობს ოჯახში მომვლელად და დამხმარედ. 

 

- როგორია საქართველოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულთა სტატისტიკის დინამიკა - იზრდება თუ მცირდება მიგრანტთა რაოდენობა?


- ზუსტი სტატისტიკის ჩატარება ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ახალი სისტემა მუშავდება, რომელიც აღრიცხვის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება ზრდას, არც იზრდება და არც მცირდება სტაბილურია. საბერძნეთის შემთხვევაში, კრიზისის დროს უკან დაბრუნების ტენდენცია შეინიშნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ, თუმცა უფრო მეტად უკან დაბრუნდნენ. 

 

- საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან?

 

- საქართველოში ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოდიან. ესენია ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი, აფრიკის ქვეყნებიდან შემოდის ძალიან ბევრი და შემდეგ რჩებიან. 

 

დღევანდელი კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მეტი კონტროლის მექანიზმი გვქონდეს, რაც შემომსვლელთა რიცხვს შეამცირებს. ჩინეთის შემთხვევაში ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება და სტაბილურია. 



2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...


მსგავსი სიახლეები

up