რომელ ქვეყნებში გაუჭირდათ ქართველ ემიგრანტებს ყველაზე მეტად

რომელ ქვეყნებში გაუჭირდათ ქართველ ემიგრანტებს ყველაზე მეტად

access_time2021-07-22 10:00:54

პანდემიის გამო ქართველი ემიგრანტები სამუშაო ადგილებს კარგავენ ან შემოსავალი მინიმუმამდე უმცირდებათ. ამ მხრივ განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია მძიმე სიტუაცია, სადაც ეროვნული ვალუტები უფასურდებიან. ,,კომერსანტს“ ქართველი ემიგრანტები უყვებიან, რომ განსაკუთრებით თურქეთშია რთული ვითარება, რადგან ხელფასები უკვე თურქულ ლირებში გაიცემა, რის გამოც მყარ ვალუტაში მათი შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

დემოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორის ავთანდილ სულაბერიძის ინფორმაციით,  პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა არალეგალი ემიგრანტებისთვის, რადგან საზღვარგარეთ მათი სოციალური დაცვაც გართულდა.


„განსაკუთრებით უჭირთ მათ, რომლებიც შემოსავალს ფიზიკური შრომით შოულობდნენ. ასეთ შრომაზე მოთხოვნა მცირდება, ანუ ხელით შესასრულებელი სამუშაოები არ არის მოთხოვნადი. მიმაჩნია, რომ ოჯახში დამხმარე, ძიძა და სხვა, უმეტესად დაბრუნებას არჩევს და ასეც უნდა მოიქცნენ, რადგან არსებული მდგომარეობა მათთვის არ არის მისაღები, უმეტესობა არალეგალია და არანაირი სოციალური დაცვა მათ მიმართ არ ვრცელდება“, - უთხრა კომერსანტს დემოგრაფმა.

 

რაც შეეხება ალტერნატივას, ცალკე პრობლემაა ისიც, რომ დაბრუნებული ემიგრანტები ვერც სამშობლოში ახერხებენ დასაქმებას.

 


მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გოგიშვილის თქმით, მართალია, შესაძლებელია ეს ხალხი  აგრარულ სექტორში დასაქმდეს, მაგრამ მათი უნარ-ჩვევები ამ მიმართულებითაც მკვეთრად შეზღუდულია.

 

,,ჩვენი ემიგრანტების ნაწილი, რომელიც დაბრუნდა, ფაქტობრივად, დანაზოგების გარეშეა, რაც  მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სანამ ეპიდემიური სიტუაცია გართლდებოდა და ,,მწვანე ქვეყნის“ სატატუსი ჰქონდა საქართველოს, ემიგრანტებმა მოასწრეს დაბრუნება ევროპის ქვეყნებში, ახლა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. ვირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა და მიმოსვლაც უკვე დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც ამ მოქალაქეებს არ აქვთ“, - უთხრა „კომერსანტს“ მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტთაგან ერთ–ერთია მზია გათენაშვილი, რომელიც თურქეთში 10 წელზე მეტხანს მუშაობდა. მზიამ „კომერსანტს“ უთხრა,რომ  პოლონეთში გამგზავრებას ცდილობს, სადაც იაფი მუშახელის დასაქმების მხრივ ქართველებისთვის მეტი შესაძლებლობაა.

 

,,თურქეთში სამუშაო მეტნაკლებად არის, მაგრამ დოლარში არ ხდება ანაზღაურება და ამის გამო დავბრუნდი. წელიწადნახევრის განმავლობაში ხუთჯერ გამოვიცვალე სამსახური, რადგან გარდაიცვალნენ მოხუცები, რომლებსაც ვუვლიდი. თანაც, ხელფასს ბოლო პერიოდში ლირაში მიხდიდნენ და 400 დოლარიც არ გამომდიოდა. ახლა პოლონეთში ვცდილობ გადასვლას. თურქეთში დანაზოგი ვერ გავაკეთე, მთელ ფულს ოჯახს ვუგზავნიდი. ალბათ, ვალით მომიწევს წასვლა“, - ამბობს ემიგრანტი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, სოციალური პროექტების დაფინანსება და  პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up