რომელ ქვეყნებს ტოვებენ მილიონერები – ლიდერი საფრანგეთია

რომელ ქვეყნებს ტოვებენ მილიონერები – ლიდერი საფრანგეთია

person access_time2016-04-01 18:30:48

რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომლებიც ყველაზე მეტმა მილიონერმა დატოვა.ამ თემაზე მასალას რუსული საქმიანი გამოცემა RBC.ru აქვეყნებს და წერს, რომ 2015 წელს რუსეთი 2 ათასმა მილიონერმა დატოვა და შესაბამისად, ათეულში რუსეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა. შედეგად, ქვეყანაში მილიონერების რაოდენობა 2%–ით, 127 ათასამდე შემცირდა. 

 

მონაცემი New World Wealth–ის მოხსენებას ეფუძნება. 

 

მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს და ქვეყნიდან მილიონერების გადინება შემაშფოთებელია. რუსეთის ძირითად პრობლემებს შორის მოხსენების ავტორები ასახელებენ ბიზნესში სახელმწიფოს არაჯანსაღ ჩარევას და ანტიამერიკულ პოზიციას, რომელიც შიდა ინვესტიციებს ხელს უშლის და უცხოურ კომპანიებს ბაზრისადმი ხელმისაწვდომობას უზღუდავს.

 

მილიონერთა კატეგორიას კვლევის ავტორები მიაკუთვნებენ ადამიანებს, რომელთა ქონებაც მილიონ დოლარად ან მეტადაა შეფასებული. მოხსენების შედგენისას გამოყენებულ იქნა სტატისტიკური მონაცემები ინვესტორების მიერ ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით. კვლევის ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებლები უცხოელი ინვესტორების მხრიდან. მათ მილიონერები უშუალოდ გამოკითხეს კიდეც, ასევე იხელმძღვანელეს მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით. 

 


მილიონერების გადინების მაჩვენებლით პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში 10 ათასი მილიონერი წავიდა. შედეგად, საფრანგეთში მილიონერთა რაოდენობა 3%–ით, 323 ათასამდე შემცირდა. იგივე მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელიც შარშან 9 ათასმა (1%) მილიონერმა დატოვა. ამასთან, ჩინეთი გაცილებით მეტ მილიონერს „აწარმოებს,“ ვიდრე კარგავს, ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად კი მილიონერები შესაძლოა კვლავ დაბრუნდნენ ქვეყანაში. მეორე ადგილი „ანტირეიტინგში“ იტალიას უკავია, რომელმაც ერთ წელიწადში 6 ათასი (2%) მილიონერი დაკარგა.

 

მოხსენების ავტორები საფრანგეთიდან მილიონერთა ასეთ მასშტაბურ გადინებას რელიგიური დაძაბულობის ზრდით ხსნიან და ვარაუდობენ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. 

 

რელიგიური ფაქტორების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ კვლევის ავტორები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. მათ შორისაა ბელგია, გერმანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. 

 

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს გაზარდეს მილიონერების რაოდენობა, მათ შორის პირველ ადგილზეა ავსტრალია, რომელსაც 2015 წელს 8 ათასი მილიონერი (3%) შეემატა და შედეგად, მათი რაოდენობა 290 ათასამდე გაიზარდა. მეორე ადგილზეა აშშ, სადაც 7 ათასი მილიონერი ჩავიდა. 

 

მოხსენების ავტორებმა აშშ–ში 4,18 ათასი მილიონერი დათვალეს, შესაბამისად, პროცენტული განსხვავება ნულოვანია. მესამე პოზიციაზეა კანადა, სადაც 5 ათასი მილიონერი ჩავიდა და ზრდამ 2% (292 ათასამდე) შეადგინა.

 

რაც შეეხება ცალკეულ ქალაქებს წასული მილიონერების რაოდენობის მიხედვით, აქ ლიდერი პარიზია, რომელიც გასულ წელს 7 ათასმა მილიონერმა (6%) დატოვა. მათი უმეტესობა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიასა და ისრაელში გადაბარგდა. ჩასული მილიონერების რაოდენობით კი სიდნეი ლიდერობს, სადაც 4 ათასი მილიონერი ჩავიდა. 



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up