მილიონერი დეპუტატობის კანდიდატების სია

მილიონერი დეპუტატობის კანდიდატების სია

access_time2020-10-17 13:00:00

სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არას­დროს უჩი­ო­და მი­ლი­ო­ნერ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბას. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს ისევ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს, მე­ტიც, ამას აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნევს. ან რა გა­საკ­ვი­რია, სა­ქარ­თვე­ლო ხომ ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პო­ლი­ტი­კა კეთ­დე­ბა ფუ­ლით და ფული - პო­ლი­ტი­კით. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლით ისი­ნი ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნა-ლო­ბი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, მათ­თვის ფულს პლუს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, უდ­რის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას.


არის თუ არა ფული პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი, ეს უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს. ამას­თა­ნა­ვე, ისიც არა­ხა­ლია, რომ რო­დე­საც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აქვს ბევ­რად მეტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, ვიდ­რე მის კონ­კუ­რენ­ტებს, მას უფრო ად­ვი­ლად შე­უძ­ლია ამომ­რჩევ­ლამ­დე სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლის მი­ტა­ნა და იმ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.


ambebi.ge-მ გა­და­ხე­და წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ე­ბის პრო­პორ­ცი­ულ და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სი­ე­ბის წევ­რებს და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ­ში არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნე­რია. ვი­ნა­ი­დან, რო­გორც წესი, ქო­ნე­ბას ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რებ­ზე აფორ­მე­ბენ და დიდ­წი­ლად ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში იმის მე­ა­თედ­საც არ აფიქ­სი­რე­ბენ, რა­საც ფლო­ბენ. პო­ლი­ტი­კა­ში წა­სულ მი­ლი­ო­ნერ­თა უძ­რავ - მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ზუს­ტი გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რიგი კვლე­ვე­ბის, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­სა თუ რე­ესტრის ამო­ნა­წე­რე­ბის შე­ჯე­რე­ბით, ვე­ცა­დეთ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა მი­ლი­ო­ნერ­თა სია, ვინც 20/20-ის სა­პა­რა­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­პუ­ტა­ტო­ბის­თვის იბ­რძვი­ან.


ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პრო­პო­რა­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიის მი­ლი­ო­ნერ­თა კრე­ბუ­ლი ასე­თია (კან­დი­დატ­თა ქო­ნე­ბის რი­ცხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აღე­ბუ­ლია 2017 წელს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მე­დი­ა­ტორ­მის მიერ 2017 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­დან):

ბექა ოდი­შა­რია - 12 400 000 ლარი.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი - 9 800 000 ლარი.

გოჩა ენუ­ქი­ძე - და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე

პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე - 3 700 000 ლარი.

ნინო წი­ლო­სა­ნი - 2 074 207 ლარი.

ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე - 2 491 190 ლარი.

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი - 3 383 989 ლარი.

ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია - 2 183 100 ლარი.

სამ­ველ მა­ნუ­კი­ა­ნი - 1 270 150 ლარი.


ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - 2 296 700 ლარი.

ისკო და­სე­ნი - 2 150 060 ლარი.

გო­დერ­ძი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი - 2 835 000 ლარი.

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძე - 6 000 000 ლარი.


ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში 71 ნომ­რად გა­მოჩ­ნდა მი­ლი­ო­ნე­რი გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ამ­ქარს შე­უ­ერ­თდეს. ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა 2012 წლი­დან დღემ­დე 5 კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა. ეს ის ბიზ­ნეს­მე­ნია, კა­ლა­ძეს, თა­ლაკ­ვა­ძეს, ენუ­ქი­ძეს, წუ­ლა­ი­ა­სა და სხვებს იტა­ლი­ა­ში, მი­ლი­არ­დე­რე­ბის კუ­რორტზე, კო­მოს ტბა­ზე რომ უმას­პინ­ძლა. გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას 60 ათა­სი შეჰ­მა­ტა, ხოლო ა.წ. 14 სექ­ტე­მე­ბერს ასე­ვე 60 ათა­სი ლარი უკვე ქარ­თულ ოც­ნე­ბას შეს­წი­რა. 


პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ლელო” მი­ლი­ო­ნე­რებს ლი­დე­რებ­ში­ვე აერ­თი­ა­ნებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც, სულ ცოტა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს (წყა­რო) და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის სა­ხით.


მო­ნი­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლი­ო­ნერ­თა რი­გებ­შია აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტია. სა­მი­ო­დე წლის წინ, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბო­ბო­ხი­ძე 1 219 450 ლა­რის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი იყო.


ბლოკს ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია სი­ა­ში ასე­ვე ჰყავს მი­ლი­ონ­რე­ბი.
ესე­ნი გახ­ლა­ვან: ბიზ­ნეს­მე­ნი კობა ნა­ყო­ფია, რომ­ლის ქო­ნე­ბაც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.


რაჭა-ლე­ჩხუმ-სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი დი­ლარ ხა­ბუ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყო და რომ­ლის­თვი­საც მი­ლი­ო­ნე­ბის გარ­და, დიდი მო­ნა­პო­ვა­რია ისიც, რომ ყო­ფილ სპორ­ტსმენს 1991 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი.


ნატო ჩხე­ი­ძე (ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნა­წი­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რომ­ლის ქო­ნე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 51 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.


კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი (ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­როს და წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რომ­ლის ქო­ნე­ბაც ცნო­ბი­ლია, რომ 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი (მას ეკუთ­ვნის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი პსპ. ასე­ვე აქვს წი­ლე­ბი და აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში). მას სხვა მი­ლი­ო­ნე­რე­ბის­გან ისიც გა­მო­არ­ჩევს, რომ 2004 წლი­დან ყვე­ლა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია. მან ახ­ლა­ხან, ძმებ ცე­ზარ და ლაშა ჩო­ჩე­ლებ­თან ერ­თად პარ­ტია - პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა შექ­მნა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და­უ­მე­გობ­რდა.


ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი (მცხე­თის, დუ­შე­თის, თი­ა­ნე­თი­სა და ყაზ­ბე­გის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რო­მელ­საც ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მცხე­თა­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.


აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლო­ვი, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია.


რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მი­ლი­ო­ნე­რებს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა აქვს პარ­ტი­ის ლი­დერს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავს, რომ­ლის ქო­ნე­ბაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს შე­ად­გენს. ალი­ან­სის” სი­ა­შია მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი ფრი­დონ ინ­ჯი­აც, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 100 მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებს.


ambebi.ge

თეგები:
პარტია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up