ქართული და უცხოური ბანკები, რომელსაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები საკუთარ ფულს ანდობენ

ქართული და უცხოური ბანკები, რომელსაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები საკუთარ ფულს ანდობენ

access_time2018-10-10 19:00:00

„კომერსანტი“ დაინტერესდა რომელ ბანკებს ენდობიან საქართველოს მთავრობის წევრები. აქვთ თუ არა მინიტრებს ანგარიშები უცხოურ ბანკებში და რა თანხა ირიცხება მათ საბნკო ანგარიშებზე.



2018 წელს შევსებული დკლარაციით, რომელიც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში შეავსო ამჟამინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,  „საქართველოს ბანკის“ სოლოს ანგარიშზე 8540 ლარი ერიცხებოდა. ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 0,73 ლარი. საქართველოს მთავრობის მეთაურს თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანაგრიშზე 6,02 ლარი, შემნახველზე 1,37 ლარი, ვი–თი–ბი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 131 ლარი ერიცხებოდა.

 


საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი გახარიას დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 6 020 ლარი ჰქონდა. ვიცე-პრემიერს მიმდინარე ანგარიში „ვი- თი-ბი“ ბანკშიც ჰქონდა, თუმცა თანხა არ ერიცხებოდა. წლის დასაწყისში მინისტრის მეუღლეს, მარიკა ფანცულაიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 485 ლარი ჰქონდა, ხოლო დეპოზიტის ანგარიშზე 520 000  დოლარი.

 


 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ლარის ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა, ხოლო გირვანქა სტერლინგის ანგარიშზე 582 გირვანქა სტერლინგი ჯქონდა. ვიცე-პრემიერს მიმდინარე ანგარიში  აქვს „ქართუ ბანკშიც“, სადაც თანხა არ ირიცხება. ცქიტიშვილის მეუღლეს „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე დოლარის ანგარიშზე 4 949 დოლარი ჰქონდა, ლარის ანგარიშზე 11 924 ლარი, ხოლო გირვანქნა სტერნლინგის ანგარიშზე 523 გირვანქნა სტერნლინგი.  ხატიაშვილს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 29 951 დოლარი ერიცხებოდა.

 


რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას „სითიბანკი მოსკოვის“ მიმდინარე დოლარის ანგარიშზე 50 დოლარი ჰქონდა, ამავე ბანკის რუბლის ანგარიშზე 250 656 რუბლი, ხოლო ევროს ანგარიშზე 14 971 ევრო. ქობულიას ამავე ბანკის ანაბარზე 699 დოლარი, 20 000 რუბლი და 112 520 ევრო ჰქონდა. მინისტრს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ევროს ანგარიშზე 14, 780 ევრო ჰქონდა, ლარის ანგარიშზე 11 682 ლარი, 25 475 დოლარი და 44 040 გირვანქა სტერლინგი ერიცხებოდა. „საქართველოს ბანკში“ დეპოზიტის სახით ჰქონდა 554 000 დოლარი, 500 000 ევრო და 160 000 გირვანქა სტერლინგი. მინისტრის მეუღლეს ოლგა კორსიკ საქართველოს ბანკი მიმდინარე ევროს ანგარიშზე 20 856 ევრო , 1 000 დოლარი , 3000 რუბლი, 57 გირვანქა სტერლინგი და 92 ლარი ჰქონდა, დეპოზიტზე კი 40 000 დოლარი.

 



საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 49 469 ლარი და 307 დოლარი ჰქონდა. მის მეუღლეს კი თი- ბი-სი ბანკში სახელფასო ანგარიშზე 404 ლარი.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანსთი–ბი–სი ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 7328 ლარი, 37 895 დოლარს და 9 484 ევროს ინახავდა,   „ვი- თი - ბი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 13 327 ევროს, 1549 გირვანქა სტერლინგს და 3,63 დოლარს. მინისტრს „HSBC - ბანკის“ ანგარიშზე 248 900  დოლარი ჰქონდა . რაც შეეხება მის მეუღლეს მაია აგიაშვილი საქართველოს ბანკში ანაბარზე 128 119 დოლარი და 50 000 დოლარი ჰქონდა.



 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის“ მიმდანარე ანგარიშზე 1396 ევრო ჰქონდა. „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი 20 005 დოლარი და 10 131 ევრო. სახელფასო ანგარიშზე ბატიაშვილს 26 960 ლარი ერიცხებოდა. ბატიაშვილი „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 79 785 ლარს ინახავდა. მინისტრის მეუღლეს „თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 579 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ანაბარზე 11 356 დოლარი.

 



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს „თი–ბი–სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 3 200 დოლარი, საქართველოს ბანკი სახელფასო ანგარიშზე კი  7 627 ლარი ჰქონდა. 

 



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს „თი–ბი–სი ბანკში“ დეპოზიტის ანგარიშზე 15 254 ლარი და 7 დოლარი ჰქონდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 320 ლარი. დავითაშვილი „რესპუბლიკა ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე  ინახავდა 233 ლარს,  ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1674 ლარს.მინისტრის მეუღლეს თეა ფარქოსაძე საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5023 ლარი ერიცხებოდა საკრედიტოზე კი 5210 ლარი.

 



უნდა აღნიშნოს ის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეკლარაცია ბოლოს 2017 წელს შეავსო. მაშინ მინისტრის საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3004 ლარი ირიცხებოდა.

 

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საქართველოს „ბანკის უნივერსალურ“ ანგარიშზე 1749 ლარი ჰქონდა, პრემიუმ ანაბარზე 900 ევრო, საბავშვო ანაბარზე 701 ლარი. „ბანკი ქართუს“ საბარათე ანგარიშზე 66 თეთრი ერიცხებოდა. რაც შეეხება წულუკიანის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას ლიბერთი ბანკის ელექტრონულ საფულეზე 4 931 ლარი ჰქონდა.



საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს ,,თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 515 ლარი, 300 დოლარი და 87 ევრო ჰქონდა ხოლო ანაბარზე 2241 დოლარი და 1030 ევრო ერიცხებოდა. რაც შეეხება მის მეუღლეს არმინ ჰუთენლოხერს  „postbank nuernberg- ში“ მიმდინარე ანგარიშზე 15 000 ევრო ჰქონდა.

 

ბაჩო ადამია




ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up