„რომანოვების სასახლის" რეაბილიტაცია შემოდგომაზე დაიწყება

„რომანოვების სასახლის" რეაბილიტაცია შემოდგომაზე დაიწყება

person access_time2017-05-30 09:30:59

„რომანოვების სასახლის" რეაბილიტაცია სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ობიექტის მმართველმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „კომერსანტს" ექსკლუზიურად განუცხადა. როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. „რომანოვების სასახლე" სამართავად  საპარტნიორო ფონდს 2016 წლის გაზაფხულზე გადასცა.


მისი განცხადებით, საპარტნიორო ფონდმა კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გამოაცხადა ტენდერი, სადაც მონაწილეობა 10-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. შედეგად, შეირჩა 3 კომპანია (ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი -ICOMOS Georgia, შპს არქიტექტორები.ჯი2, ააიპ "საქართველოს მემკვიდრეობა"') რომლის გაერთიანების შედეგადაც ჩამოყალიბებული კონსორციუმი ობიექტის რესტავრაციას განახორციელებს. 


საგანელიძის განცხადებით, ობიექტის რესტავრაცია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა, შენობის და ბაღის რესტავრაცია. მისი მტკიცებით, 20 სექტემბერს ყველა კომპანია წარადგენს პროექტს თავისი ბიუჯეტით, შემდეგ ეს დამტკიცდება მთავრობაზე და უკვე სამშენებლო სამუშოები დაიწყება.


მისი განცხადებით, „რომანოვების სასახლის" პროექტირებაზე დაახლოებით 600 000-800 000 ლარი დაიხარჯა. საგანელიძის მტკიცებით, „რომანოვების სასახლე" ტურისტებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებს.




„ფონდი „რომანოვების სასახლის" და ზოგადად, ლიკანის ტერიტორიის რესტავრირებას გეგმავს. აღსადგენია აუზები, შადრევნები, კიბეები, გალავანი. ძალიან ბევრი ქანდაკება დაკარგულია, ზოგიც სხვადასხვა მუზეუმშია გაბნეული. თვითონ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ობიექტის აღდგენაში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო რესტავრატორები უნდა ჩავრთოთ"-აცხადებდა რამდენიმე თის წინ საგანელიძე .



„ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. პროექტზე ამ დროისთვის დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის" საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის. აღდგენილი რომანოვების სასახლე რეგიონში უამრავ ტურისტს მოიზიდავს."-აცხადებდა საგანელიძე.


ცნობილია, რომ რეზიდენცია 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.



ასევე ცნობილია, რომ საპარტნიორო ფონდი „ყაზმუნაი გაზთან" იმავე ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან „რიქსოსის" სასტუმროს ფლობს. საპარტნიორო ფონდს ობიექტი 25-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა.




 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up