რომან კაკულია: ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ონის ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი

რომან კაკულია: ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ონის ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი

access_time2020-05-12 17:11:34

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას განცხადებით, ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, ფაქტობრივად, არის მხოლოდ დადებითი.


მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ გაცემულია ნებართვა და, მეორე მხრივ, კი პროექტი არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი კლიმატისთვის და ზოგადად, ქვეყნისათვის.


„ამ პროექტზე ძალიან დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობდა. გაკეთებულია როგორც ეკონომიკური კვლევა პროექტის, თავად კასკადის პროექტი გაკეთდა ძალიან კომპეტენტური გერმანული კომპანიის მიერ, გაკეთებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გეოლოგიური კვლევა, ჩატარებულია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები საფრთხეების შეფასების მიმართულებით. ეს არის პროექტი, რომელის განხორციელების შემდეგ გამომუშავება საქართველოს მოხმარების 6 პროცენტს შეადგენს და ჰესის ამუშავების შედეგად, როდესაც ის დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, დაახლოებით 780 მლნ კილოვატსაათს მივიღებთ. ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივად მოხმარდება მოსახლეობას, იქნება 8 მლნ ლარი და ამიტომ, ამ პროექტზე ნეგატიური შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, თუ ძალიან არ მოვინდომებთ ამას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.



როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვება არ არის ისეთი მასშტაბის, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე, ასევე არ განხორციელდება არავითარი აფეთქებითი სამუშაოები, როდესაც გვირაბის გაყვანაზეა ლაპარაკი.



„ფაქტობრივად ყველა პარამეტრი რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი, თვით იმ ბოლო შედეგით დამთავრებული, რომელმაც საბოლოო ჯამში სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მოსახლეობას, ასევე მთლიანად საქართველოს და ამიტომ, ცალსახად მსურს განვაცხადო, რომ აბსოლუტურად არასწორია შეფასება, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთ ტელევიზიაში - არც ნებართვა გაცემულა ამ კოვიდვირუსის პირობებში და არც რაიმე ნეგატიური ზემოქმედება ამ პროექტს არ შეუძლია მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up