რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

access_time2019-03-25 18:30:48

“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი კანონმდებლების ხელფასის გაზრდას ითხოვს. 


ხელფასების თემაზე კაკულიამ კომენტარი საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი 60 000 დოლარი იქნება.


„რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ დღეს ჩვენ პარლამენტარის ხელფასი უნდა გავზარდოთ, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა ჩემი განმარტება. მე ვთქვი, რომ ხელფასები ზოგადად უნდა იყოს რელევანტური ერთმანეთთან მიმართებაში. მე ამას ვგულისხმობდი. თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს სახელფასო პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი, ამ კუთხით მოვიყვანე სწორედ პარლამენტარის ხელფასიც მაგალითად. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი 60 000 დოლარი არ არის რელევანტური. თუ სიპის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს 7-8 ათასი ლარი ხელფასი და პარლამენტარს 4000 ეს არ არის რელევანტური და სამართლიანი ზოგადად სახელფასო პოლიტიკაში. ეს ,რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარლამენტარების ხელფასების ზრდაზე უნდა დავიწყოთ საუბარი.  თემა არის სამართლიანი სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში, ადეკვატურობა უნდა იყოს დაცული, რაც ჩემი აზრით, დღეისათვის სრულიად დარღვეულია.



 
მთლიანად სახელმწიფოში, საკანონმდებლო ფორმით, ხელფასის საკითხის დაყენება ფართო განხილვის თემა უნდა იყოს. სახელმწიფოს სჭირდება ადეკვატური ხელფასებით, ადეკვატური ცოდნით და პასუხისმგებლობებით დაკომპლექტებული მთავრობა, თუ სხვა პასუხისმგებელი პირები,“ - აცხადებს რომან კაკულია. 


მარიამ მორგოშია






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up