რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის

რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის

access_time2019-01-24 13:30:09

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე 13 პროცენს აღემატება და ქვეყანაში დაუსაქმებელთა კომპენსაციის მექანიზმის შემოღების ინიციატივით გამოდის.


“უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს, მის მიმართ გვქონდეს პასუხი - რა ვუთხრათ “საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს?” მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც შეკრავს ლოგიკას. თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი.


უმუშევრობა როდესაც დგება სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები, რათა ადამიანი ახალ უნარებს დაეუფლოს, რაც მას შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგება.


ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა. თუ მომავალში გაჩნდება ეს შესაძლებლობა, მე ამას მივესალმები. ჩემი აზრით, არის ბიუჯეტში მრავალი ხარჯი, რომლის შემცირებაც არის შესაძლებელი. მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის ჩემი პოზიცია, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სამსახურებიც გაუქმდება იმის გამო, რომ მათმა დამსაქმებლებმა ვერ შეძლეს კონკურენციაში შესვლა უცხოურ საწარმოებთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს. მაგალითად, რა პასუხი უნდა გვქონდეს აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებთან, რომლებიც სახლში წავიდნენ? შესაძლოა, პირველ ეტაპზე კომპენსაცია არ იყოს იმ ოდენობის, რაც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება,”- განაცხადა რომან კაკულიამ საქსტატში გამართულ ღონიზძიებაზე, სადაც დასაქმება-უმუშევრობის მოთოდოლოგიის ცვლილებაზე ისაუბრეს.


როგორც დეპუტატმა  განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან უკვე ჰქონდა.



დეპუტატის თქმით, საწყის ეტაპზე შესაძლოა, კომპენსაცია არ იყოს დიდი მოცულობის, თუმცა ასეთი მექანიზმის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია.


ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში უმუშევრობა 13.9%-ს შეადგენს.



კომერსანტი










„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up