რომან კაკულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს უარყოფითად აფასებს

რომან კაკულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს უარყოფითად აფასებს

access_time2018-05-16 14:37:35


 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში არ არის გათვალისწინებული კომიტეტის მიერ წინა მოსმენისას მიცემული რეკომენდაციები და შენიშვნები. მათ შორის ანგარიშში არ არის გამოკვეთილი ქვეყანაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება.


რომან კაკულია: „მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო თვითდასაქმებულების შეფასების არსებული ინდიკატორები. მე მგონია, რომ ეს დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრობლემაა, ამდენად, მივესალმებოდი, რომ ეს ანგარიშში ყოფილიყო ასახული. ვიდრე ვიქნებით კონცენტრირებული  მხოლოდ 12%-იან უმუშევრობაზე, რეალური დაგეგმვა პრობლემა იქნება. მახსოვს, როდის შეიცვალა ეს ინდიკატორები, რომელი ხელისუფლების დროს და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა არგუმენტი გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია, უფრო მნიშვნელოვანია, რეალობა დავინახოთ ისეთი, როგორიც არის და გეგმებიც შესაბამისად დავსახოთ.



ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურს და მის ანგარიშს, ამდენად, მგონია, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2017 წლის ანგარიშში ეს ნაწილი არ არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითქმის ხელის გულზე დევს ჩვენი აცდენა ამ რეალობისგან. მაშინ, როდესაც უმუშევრობა, ბიზნესის განვითარება და ამ ყველაფრის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ რომ ნორმალურად დაგეგმოს საკითხი, ინფორმაცია უნდა იყოს სწორი. ამ ხარვეზის გამო 2017 წლის ანგარიშს დადებითად ვერ შევაფასებ.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მომზადებულად არ მიიჩნია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში და კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა მის ცნობად მიღების საკითხს.

კომიტეტს ანგარიში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა. მან ისაუბრა საქსტატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ, წარმოადგინა საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, დეტალურად განიხილა გასული წლის განმავლობაში საქსტატის მიერ გაწეული საქმიანობა.




პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი
person access_time2018-05-23 09:00:00
   აზბესტი – ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს 53-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც აკრძალა, ქვეყანაში მაინც შემოდის. როგორ და საიდან ხვდება ეს მინერალი ჩვენს ქვეყანაში და რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანების ჯანმრთელობაზე - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის  და ინოვაციების და განვითარების ფონდის ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა“, წამყვანმა თამთა შამათავამ, „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი კუპატაძემ, ნავთობპროდუქტების...


მსგავსი სიახლეები

up