რომან კაკულია - მთავარია, ბიზნეს ოპერატორებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ კანონპროექტი დააზიანებს მათ საქმიანობას

რომან კაკულია - მთავარია, ბიზნეს ოპერატორებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ კანონპროექტი დააზიანებს მათ საქმიანობას

access_time2020-07-13 12:25:40

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის მეორე მოსმენით იმსჯელებენ კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებზე და მას კენჭს უყრიან.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ ბიზნესასოციაციის, ეროვნული ბანკის, კომიტეტებიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, საპროცედურო კომიტეტის შენიშვნები და ამ შენიშვნების გათვალისწინებით ეყრება კენჭი“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

 

ამასთან, კაკულიას განმარტებით, მისი ინიციატივაა, რომ გადაიდოს განხილვა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების მეორე ნაწილის, რომელიც ინტერნეტ მიმწოდებლებს ეხება.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი იყო, რომელიც ეხებოდა მაუწყებლებს და ცხადია, კანონპროექტის გაწვევა გადაწყვეტილია, მაგრამ იყო მეორე ნაწილი, რომელიც ინტერნეტ მიმწოდებლებს ეხებათ და ამ ნაწილში ჩემი შეათავაზება იქნება, რომ დღესაც გადაიდოს მოსმენა, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის.


 

ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია აუცილებლობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ცხადია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს კანონპროექტი. შეხვედრა შედგა შაბათს, ძალიან ინტენსიური საუბრები იყო, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის. დღევანდელი დღეც გვინდა გამოვიყენოთ ამისთვის და ხვალ ჩავატერებთ კომიტეტის სხდომას იქიდან გამომდინარე, თუ რით დასრულდება დღევანდელი შეხვედრა“, – განაცხადა კაკულიამ.

 

კითხვაზე, როგორ ჩასწორდება ცვლელება, ამოღებული იქნება დროებითი მმართველი, კაკულია ასე პასუხობს:

 

„როგორ ჩასწორდება, ვერ გეტყვით მთავარია, ბიზნეს ოპერატორებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ არის კანონპროექტი, რომელიც სერიოზულად დააზიანებს მათ მომავალ საქმიანობას და ჩვენი ვალდებულებაა, ეს კომუნიკაცია უზრუნველვყოთ. ამის მცდელობა იყო და გაგრძელდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

პირველი არხი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up