რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

access_time2020-02-11 20:00:42

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 



შეხვედრის მთავარი თემა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები და კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებული საკითხები იყო.



რომან კაკულიას თქმით, - „ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კიდევ ერთხელ განგვეხილა საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო ბანკის ის პორტფელი, რომელიც 2018 წელს შეთანხმდა და 11 ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათგან ამ შეხვედრისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამომეყო ის კომპონენტი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით ეხმარება შესაბამის სააგენტოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ინსტიტუციების ჩართულობით განხორციელდება კვლევა და მომზადდება ამომწურავი ანგარიში მეცნიერული კვლევების შედეგების ეკონომიკური განვითარების პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე, შევისწავლით ანალოგიური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც მეცნიერებამ, კვლევებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ წამყვანი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინსტიტუციონალურ თუ სამართლებრივ ნაბიჯებს, რომელიც წინ უძღოდა ამ შედეგების მიღწევას“.




შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სატრანსპორტო კორიდორის გამოწვევებთან დაკავშირებულ კვლევებზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით ტარდება და დაიგეგმა, რომ შესაბამისი სემინარი ჩატარდება ყველა შესაძლო უწყების მონაწილეობით, სადაც დაკონკრეტდება დღეისათვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბისა და სატრანზიტო კორიდორის პრეტენზიის მქონე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.



შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მსოფლიო ბანკის წინა რეგიონულ დირექტორთან დაწყებული საკითხები, კერძოდ კი, ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენის დასავლური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების შესახებ. - „წინა ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს ჩემი თხოვნა იყო, რომ ჩვენ გვინდოდა მსოფლიო ბანკის დახმარება, რათა ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენის დასავლური პრაქტიკა და ტექნოლოგიები უფრო მკაფიოდ ყოფილიყო გამოყენებული ქართველი მკვლევარების საქმიანობაში, რომელიც სწორედ ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენას ეხება. ამ მიმართულებითაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს კვლევას და მისი წინასწარი შედეგები იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.



შეხვედრას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up