რომან კაკულია მიწების გასხვისებაზე: ასეთი საკითხები პლებისციტით უნდა წყდებოდეს

რომან კაკულია მიწების გასხვისებაზე: ასეთი საკითხები პლებისციტით უნდა წყდებოდეს

access_time2019-03-30 19:25:31

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ამიტომ მსგავსი საკითხები ქვეყანაში პლებისციტის გზით უნდა წყდებოდეს, რაც ფარული კენჭისყრით სახალხო გამოკითხვას გულისხმობს, თუმცა აქვე ამბობს, რომ მისი ეს ინიციტივა დაგვიანებულია. 

ამის შესახებ რომან კაკულია BM.GE–სთან საუბრისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საჭიროა თუ არა „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ“ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის (RIA) მომზადება. 

"ჩვენ მივეჩვიეთ ამას, რომ რია–ზე ვსაუბრობთ შემდეგ, როცა უარყოფითი შედეგები დგება და შემდეგ ვუბრუნდებით ხოლმე უკან. აქ ნაკლებად ველოდები ამას, თუმცა თავისთავად ცხადია, არ არის დღეს ის კვალიფიკაცია, რომელიც სრულყოფილ რია–ს მოამზადებდა", – განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. 

"ამ კანონის მთავარი მოტივაცია არის ცოტა ფართო, ვიდერე უშუალოდ ეკონომიკურ ჭრილში ამის განხილვა. მე ყოველთვის კრიტიკულად ვუდგებოდი ამ ფრაზას, რომ მიწა არის ეკონომიკური აქტივი. უბრალოდ, მე ასე არ აღვიქვამ ამას. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ასეთი ტიპის საკითხები საერთოდ პლებისციტის საშუალებით უნდა წყდებოდეს. საზოგადოებას უნდა აეხსნას, რასთან გვაქვს საქმე და მან უნდა გადაწყვიტოს", – მიიჩნევს დეპუტატი. 

რაც შეეხება მოსაზრებას პლებისციტის ჩატარების შესახებ, ეს იდეა მიწების გასხვისების შესახებ კანონპროექტის ავტორებთან მას არ გაუჟღერებია. 

"არ შემითავაზებია, ალბათ უკვე დაგვიანებული იყო, იმიტომ რომ იმდენად გაიწელა დროში ეს ამბავი.... ვიცოდი, რა იყო პრობლემები. მე უფრო ვიხრებოდი იქით, რომ კანონი სწორია და ნეგატიური შედეგები იქნება გაცილებით ნაკლები, თუმცა ბევრ შეკითხვას მოხსნიდა (პლებისციტი). როცა შენ კულტურული იდენტიფიცირების თემებს უკავშირებ ასეთ თემებს, იქ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია. შეიძლება საზოგადოება შეცდეს, მაგრამ მან თავის შეცდომები თვითონ უნდა გამოასწოროს გარკვეულ ვადაში", – აცხადებს დეპუტატი. 

რომან კაკულიას აზრით, ელექტრონული გამოკითხვის მეთოდოლოგია რამდენიმე წელიწადში დაიხვეწება და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე მოსახლეობის დამოკიდებულება დაზუსტდება. 

"ზუსტად უნდა ავუხსნათ (საზოგადოებას), რასთან გვაქვს საქმე. მე როდესაც ვსაუბრობ კულტურული გარემოს შესაძლო ცვლილებაზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დღეს კულტურული გარემო საქართველოში ძალიან მკაფიოდ არის გარკვეული. ყველაზე მეტი გაურკვევლობა აქ გვაქვს. ჩვენ კულტურის სამინისტრო კი არ უნდა გაგვეუქმებინა, აუცილებლად უნდა გაგვეძლიერებინა სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, საზოგადოება მომზადებულიყო, საით მივდივართ", – განაცხადა რომან კაკულიამ. 

შეგახსენებთ, რომ "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზეა. 

კანონპროექტის თანახმად, "კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: 

ა) უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით; 
ბ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, თუ დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით". 




BMG

თეგები:
მიწები



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up