რომან კაკულია - მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და  დიდი  ტყუილის დამთავრებას, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა

რომან კაკულია - მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და დიდი ტყუილის დამთავრებას, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა

access_time2019-09-16 15:54:11


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თვმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღების თაობაზე, განაცხადა, რომ ერთი დღეც არ გაჩერდება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ევროპულ ორიენტაციაშიც შეიძლება ეჭვი შეეპაროს.



„პირველ რიგში მინდა მკაფიოდ დავუჭირო მხარი უმრავლესობის ლიდერის პათოსს და განცხადებას, იმიტომ, რომ ეს თემა, რომელიც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენს დამოკიდებულებასთან და იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან, რომელიც ისმოდა „ქართული ოცნების“ მიმართულებით, სათავეს იღებს 2012 წლიდან, უფრო სწორად 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში ყოლოდა შეყვანილი სრულიად განვითარებული სამყარო, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არის პრორუსული, ამიტომ გარკვეული გადაცდომები შესაძლებელია იყოს იმიტომ, რომ ისინი ებრძვიან აბსოლუტურად პრორუსულ ოპოზიას. შემდეგ კი, როდესაც მათ სრულიად დისკრედიტირებულებმა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში, არამედ საგარეო პოლიტიკაშიც წარუმეტებელი კატასტროფული ნაბიჯების გამო დატოვეს ხელისუფლება, მათ დარჩათ ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც შეეცადნენ გაეგრძელებინათ არსებობა და მომავალი პერსპექტივა შეექმნათ. კვლავ პრორუსული (ობაზე?) ხელისუფლებაში მოსული ძალის პრორუსულობაზე საუბარი იყო ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც მათ გააგრძელეს მოღვაწეობა და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ“.



რომან კაკულია ამბობს, რომ ახლა, როდესაც ქვეყნა შედის საარჩვენო პროცესში, საზოგადოებას მოუწევს იმსჯელოს არა მხოლოდ იმით, რასაც საუბრიობენ ადამიანები, არამედ დაფიქრდნენ, თუ რა ალაპარაკებს ამ ადამიანებ და რა მოტივაციები დგას მათ უკან.



-„მე ერთი დღე არ გავჩერდები ისეთ პოლიტიკურ ძალაში, რომელშიც ეჭვი მეპარება რომ ის არ არის ევროპული ორიენტაციის. მაგრამ ის შეფასებები, რითაც ფასდება პროევროპულობა, პროდასავლურობა, პრორუსულობა, ეს ბავშვური, მეამიტური, ხშირ შემთხვევაში მავნებლური განმარტებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და სწორედ ამის დასაწყისი იყო სწორედ ის განცხადება, რაც დღეს ბატონმა გიამ (ვოლსკი) გააკეთა, რომელიც არის მთლიანად გუნდში მოფიქრებული პოზიციის გამოვლინება. მხარს ვუჭერ მას ბოლომდე და მინდა ასევე საზოგადოებამ გაიგოს, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი, საბოლოოდ შედეგზე და არა მიზნებზე მოქადაგე პოლიტიკურ ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა სცენარით საბოლოო შედეგზე პასუხს აგებს“, განაცხადა რომან კაკულიამ.




მისი თქმით, რუსეთისაგან მომავალი საფრთხეების გაანალიზება არის ვალდებულება შვილების, მომავალი თობების წინაშე, რომელთაც მხოლოდ ევროპული მომავალი წარმოუდგენიათ თავის მომავლად. –„ამიტომ ნებისმიერი საფრთხე, რომელმაც შეიძლება ბარიერი შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც გადის ევროპაში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც გადის იმ გრძელვადიან სტაბილურობაზე, რომელშიც შესაძლებელია მიღებული იქნას ის რესურსები, რომელმაც შესაძლოა გახადოს ჩვენი რეალობა ევროპაში ინტაგრაციისა, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამასთან წინააღმდეგობაში მოდის, არის ხელოვნური პროცესი და ამის ეჭვის საფუძველი არსებობს, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, შეიძლება ყველაზე არ ვთქვა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთა პოლიტიკაც იყო - ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია მთელი ქვეყანა!



რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ეს ზრდის იმ ეჭვებს, რომ მიზანმიმართულია ყველა ის ქმედება, რომელმაც დესტაბილიზაცია უნდა მოიტანოს ამ ქვეყანაში“.
რომან კაკულიას თქმით, -„ქართული ოცნებაში“ ნამდვილად არის ყველა რესურსი, რომ ჩვენმ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას დავანახოთ რას ნიშნავს რეალურად პროევროპულობა“.



მან თავის კომენტარში აქცენტი გააკეთა ასევე პოლიტიკური მოძრაობების სახლწოდებებზე, რომელსაც ისინი ირქმევენ, -„სამწუხაროდ პრივატიზებულია ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელები, რომელიც განასახიერებს ჩვენს მიზნებს. „ევროპული საქართველო“ - ამაზე დიდი იდეა დღეს საქართველოში არ არსებობს, მაგრამ ვინც ეს სახელი დაირქვა ისინი რამდენად განასახიერებენ ამას, იმედია, არჩევნებში საზოგადოება თვითონ გააკეთებს ამ დასკვნას.



ვიღაცა „პატრიოტია“, ისინიც რამდენად არიან ამის განმახორცეიელებელი, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა და მივესალმები ამ პროცესს - ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და ხანგრძლივი, ძალიან დიდი ფესვების მქონე ტყულის დამთავრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა და რას ნიშნავს პრორუსულობა“-განაცხადა მან.







„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up