რომან კაკულია: მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი ლიდერი იქნება

რომან კაკულია: მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი ლიდერი იქნება

access_time2019-07-09 20:17:18

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „კანონმდებლობა, რომელიც უნდა შეიცვალოს, პოლიტიკურ ძალებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს და ალბათ, ამით ისიც ისარგებლებს“. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.


რომან კაკულიას თქმით, ყველაფერი ფარდობითია და საქართველოს ისეთი პოლიტიკური ლიდერები ახსოვს, რომ „მათთან შედარებით, მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი ლიდერი იქნება“.


დღეს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საპარალემენტო უმრავლესობიდან იმ დეპუტატთაგანია, რომელიც ხშირად საჯაროდ არ ეთანხმება მმართველი გუნდის მოსაზრებებს. მაგალითად ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რაზეც უმრავლესობას არ დაეთანხმა ნიკა მელიასთვისიმუნიტეტის შეჩერების საკითხი იყო.


გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე ეხება 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციას. მოგვიანებით ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს პარლამენტშიც უპასუხა, სადაც ანაკლიის პორტთან და შს მინისტრის წერილთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით ის სასამართლოშიც გამოიკითხა. ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „თიბისი ბანკიდან“ მიდის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა ბადრი ჯაფარიძემაც.


მოგვიანებით ითქვა, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის აქციების 1.81%-იანი წილი დროებით 20 მილიონ დოლარად გაასხვისეს. მანამდე ხაზარაძე აქციონერთა 97%-მა დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია.





სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...


მსგავსი სიახლეები

up