რომან კაკულია: კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა საზოგადოებისათვის რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა

რომან კაკულია: კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა საზოგადოებისათვის რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა

access_time2020-07-07 18:02:22

კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა მას რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. არსებობდა პროცედურული ნორმები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას, ​რეალურად შესწავლილიყო საკითხი, არ არსებობდა არავითარი სანქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.


„თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკას ვაშენებთ, ბაზარი უნდა დაემსგავსოს ბაზარს. მივედით განვითარების იმ ეტაპამდე, როდესაც ბაზრიდან გამომდინარე ყველამ გამოავლინა თავისი უნარები, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, როგორია თამაშის რეალური წესები. როდესაც მთავრობების ეკონომიკურ საქმიანობას ვაფასებთ, მთავარია ის, თუ როგორი თამაშის წესები დააწესა მთავრობამ. კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა მას რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. არსებობდა პროცედურული ნორმები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას, ​რეალურად შესწავლილიყო საკითხი, არ არსებობდა არავითარი სანქციები. როდესაც რომელიმე მოთამაშეს აქვს ბაზრის დიდი წილი, მას შეუძლია შეიქმნას დომინანტური მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, როგორც ასეთი, დანაშაულს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება უკვე დანაშაულია. საკითხების ის ჩამონათვალიც, რომელსაც სააგენტომ უნდა მიაქციოს ყურადღება, მიანიშნებს ამაზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, როდესაც შენ საბაზრო წილის მაქსიმუმს დააწესებ და სააგენტოს ყურადღების არეალში ხვდები. საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს არახელსაყრელი და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.​ ერთ-ერთი გამოწვევაა კონცენტრაციები, როდესაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელები ერთიანდებიან და საფრთხეს უქმნიან კონკურენციას, ამ შემთხვევაშიც სააგენტო ძალიან მყარი და მკაფიო ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. ამიტომ ეს ყველა ფაქტორი - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის ხელის შემშლელი ხელშეკრულებები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და კონცენტრაციები ძალიან მკაფიოდაა გაწერილი. დაზუსტდა ტერმინები და მათი განმარტებები, დაზუსტდა სანქციებიც და სააგენტო ფუნქციებიც“, - განაცხადა კაკულიამ.



imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up