ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან საქართველოს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ გააკეთოს არჩევანი და გაარკვიოს, ვინ საით მიდის. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რას ნიშნავს რეალური თავისუფლება. სანამ ამას არ მივხვდებით, არცერთი ჩვენი მიზანი ობიექტური არ იქნება. ამიტომ მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვთხოვო: ყველა მოდით არჩევნებზე იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რა ტიპის არჩევანია გასაკეთებელი“, - განაცხადა კაკულიამ.
ipn.ge