რომან კაკულია: „ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა რომ მქონდეს, მხარდაჭერის იმედი არ მაქვს“

რომან კაკულია: „ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა რომ მქონდეს, მხარდაჭერის იმედი არ მაქვს“

access_time2019-06-07 10:00:18


„კომერსანტი“ აგრძელებს ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების თემაზე მუშაობას. როგორც ცნობილია, „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ „თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნესინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ და ბიზნეს ინტერესების კონფლიქტთან იმ შემთხვევაში გვექნებოდა საქმე, თუ სადაზღვევო კომპანია პარალელურად საავადმყოფოს ან სააფთიაქო ქსელის მფლობელი იქნებოდა. ღაძაძის ამ განცხადებას სადაზღვევო სექტორში ურთიერთსაპირისპირო განცხადებები მოჰყვა. მათ შორის, გაჟღერდა შემდეგი პოზიცია, რომ ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივები აქციონერულ დონეზე გაიმიჯნოს.


ამჯერად გთავაზობთ დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური  პოლიტიკის  კომიტეტის  ხელმძღვანელის  რომან  კაკულიას პოზიციას. 



მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანამ საბანკო რეგულაციების პირველი ეტაპი გაიარა, ამ პრობლემაზე საუბარი მაშინაც მიმდინარეობდა. თუმცა, ეს მყისიერად მოგვარებადი პრობლემა არ არის იმიტომ კი არა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. კაკულიას განმარტებით, ეს ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჯერჯერობით იმართება იმ მეთოდებით, როდესაც ფინანსური რესურსების მფლობელი ადამიანები, საკმაოდ დიდ წნეხს ახორციელებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.



„თუ ეს საკითხი დარეგულირებულია, მაშინ კანონმდებლობის მიღებაც არ ყოფილა საშიში. თუ ისინი მართლები არიან, ეს კანონი მათ პრობლემას არ შეუქმნის. შესაბამისად, დავამთავროთ საუბრები და მივიღოთ კანონი“-აცხადებს კაკულია.


მისივე განმარტებით, ბანკებსა და სხვადასხვა ბიზნესებს შორის დღეს ისეთი კავშირები არსებობს, ამის სწრაფად მოგვარება შესაძლოა ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იყოს. ამიტომ, კაკულია გამოსავალს პრობლემის აღიარებასა და მის ეტაპობრივად გადაჭრაში ხედავს.


„ჩვენ უნდა მივიღოთ ლიმიტი შეზღუდვისა თუ აქციონერის მთლიანად ჩახსნაზე. თუმცა, აქამდე - პრობლემის აღიარებაა აუცილებელი,“-აცხადებს კაკულია.



თავად რომან კაკულია საფინანსო სექტორის მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაში პრობლემას ხედავს და არასასიამოვნო შედეგებსაც აღიარებს.


მაგალითად, მისი განმარტებით, იგივე ხდება  სადაზღვევოების მიერ სააფთიაქო ქსელების და კლინიკების  საკითხშიც. 



„ჩვენ შეიძლება ეს გავმიჯნოთ, მაგრამ ესეც ეტაპობრივად. გამორიცხულია ეს პრობლემა არ არსებობდეს. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოების დონე როგორი იყო, რა შესაძლებლობები იყო, ვინც კარგად იცის, თავისთავად იცის ისიც, რომ არ არსებობენ ბანკები, რომლებიც არ სცოდავდნენ ამ სიტუაციაში. არც ის არსებობს, რომ მათ მაგიერ სხვა რომ ყოფილიყო, ის არ იქნებოდა ამ ცოდვაში გახვეული. მაშინ ასეთი სიტუაცია იყო. ამას ასე უნდა დანახვა. ამის ერთბაშად გადაჭრა პროცესს დააზიანებს,“-აღნიშნავს კაკულია.


კითხვაზე, რადგან პრობლემას აღიარებს, ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ისეთი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომელიც არაპროფილურ აქტივებს საფინანსო სექტორისგან აქციონერულ დონეზე გამიჯნავს?



კაკულია განმარტავს, რომ მას ამ ეტაპზე მხარდაჭერის იმედი არ აქვს.  „შესაბამისად, ჯერ უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ამაზე რომ ვსაუბრობთ, ამ ეტაპისთვის ესეც კარგია. პასუხისმგებლიანი ადამიანი ჯერ ამაზე ისაუბრებდა, პრობლემას გამოყოფდა და ნელ-ნელა მივიდოდა გადაწყვეტილებამდე,“-აღნიშნავს კაკულია.



სოფო ქსოვრელი 






მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up