რომან კაკულია - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ

რომან კაკულია - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ

access_time2019-06-12 17:57:18


ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.


„ასეთი ტიპის ორგანიზაციების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება არის ის, რომ ისინი ხელისუფლებას ყოველთვის ოქროს სტანდარტს უნდა მიუთითებდნენ და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ეს სხვაობა ისე ამოავსოს, როგორც შეუძლია. კორუფცია ყველა ქვეყანაშია. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ საკუთარი ადგილი საბოლოოდ კორუფციული სქემების დაგეგმვით და მხარდაჭერით იპოვოს. თუ ასეთი შემთხვევები არსებობს, პირადად მე ყოველთვის ბრძოლის მომხრე ვარ. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მე პირადად მხარს ვუჭერ. მხარს კანონმდებლობის გამკაცრებასაც დავუჭერდი. მაგრამ არა იმიტომ, რომ ახლა ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ისეთი გამოწვევებია, როდესაც შეზღუდული რესურსები არსებობს და მისი სამართლიანობის განაწილება ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა. ეჭვი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რომ ხელისუფლება მაქსიმალური მომჭირნეობით არ ხარჯავს მის ხელთ არსებულ რესურსებს. ეს არის ჩემთვის მიზეზი, რომ ანტიკორუფციული კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევრის თავზე, საქართველოს პოზიტიური შედეგები აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული პროგრესის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.


1tv






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up