რომან გოცირიძე:„საქართველო  სამეზობლოში მაჩანჩალა ქვეყანა გახდა“

რომან გოცირიძე:„საქართველო სამეზობლოში მაჩანჩალა ქვეყანა გახდა“

access_time2020-01-08 15:43:50

დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა გახდა სამეზობლოში. სომხეთის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი სომხეთმა გადაასწრო საქართველოს. ამის მიზეზი არის ბოლო წლებში სომხეთის ეკონომის მაღალი ზრდა და მათი ვალუტის სტაბილურობა.


ქვეყანა, რომელიც საქართველოზეა დამოკიდებული და საკმარისია ყაზბეგში მოთოვოს და შავ ზღვაზე შტორმი ამოვარდეს, რომ პარლიზებული ხდება სატრანსპორტო თვალსაზრისით, ჩვენზე სწრაფად ვითარდება.


რა მაჩვენებლით გაგვასწრო სომხეთმა?


მშპ-ს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ანგარიშობს ორი მეთოდით, მშპ-ს ნომინალურ მოცულობაში, მიმდინარე ფასებში, გადაყვანილი დოლარებში და მშპ-ს სიდიდეს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ( ე. წ. PPP). ორივე ეს მეთოდი ერთმანეთს ავსებს და უფრო ნათელ სურათს იძლევა. რომელი სჯობია ცალკე აღებული, საკამათოა. PPP-ს ნაკლი იმაშია, რომ ათასობით საქონლის ფასი უნდა შეადარო ორ ქვეყანაში, ანუ ერთი დოლარით სად ყიდულობ უფრო მეტ საქონელს თუ მომსახურებას. ამის ზუსტად გაანგარიშება შეუძლებელია, ბევრ სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული და ვერ ასახავს ზუსტ სურათს. ამიტომ ამ მეთოდით გაანგარიშებული მაჩვენებელი შეიძლება ჩაითვალოს მეორადად, დამხმარედ. ამ მაჩვენებლით სომხეთი ჯერ ვერ გვასწრებს.



რაც შეეხება პირველ მაჩვენებელს, მას აქვს ერთადერთი ”ხარვეზი”-დამოკიდებულია ვალუტის კუსის რყევაზე. მაგ. თუშარშან და წელს მშპ ლარებში ერთნაირი იქნებოდა, მაგრამ ეროვნული ვალუტა გაუფასურდებოდა, მშპ დოლარებში მეორე წელს შემცირდებოდა. ასე მოხდა სომხეთთან შედარებისას, როცა ჩვენი ვალუტა გაუფასურდა, მათი არა. (თუმცა, ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იყო სომხეთში ბოლო წლებში).


მიუხედავად ამისა, ეს მეთოდი უფრო ობიექტურია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწვევს ქვეყნის აქტივების გაუფასურებას და ბევრ სხვა უარყოფით მოვლენას, რაც ყველამ იგრძნო საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის.


მოკლედ, ხელისუფლება შეეცდება მიმართოს მანიპულაციებს და თავის მართლებას. შედეგი კი მაინც სახეზეა-ვუსწრებდით ორივე მაჩვენებლით, ახლა გაგვასწრო ერთით და უფრო მნიშვნელოვნით.


პერსპექტივა კი სომხეთისთვის უკეთესია იგივე სავალუტო ფონდის პროგნოზით და მეორე მაჩვენებლითაც ჩაგვაჩოჩებს მალე.ასეთია შვიდწლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. :(((“-წერს გოცირიძე. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up