რომან გოცირიძე:ლარი იგივე ექვსნულჩამოცილებული კუპონია

რომან გოცირიძე:ლარი იგივე ექვსნულჩამოცილებული კუპონია

access_time2019-08-10 12:29:13

დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: კრიზისულ ვითარებაში სოკოებივით ჩნდებიან ხოლმე არაორდინალური იდეები და პრობლემის გადაჭრის ეგზოტიკური შეთავაზებები. მოთხოვნადი ხდებიან ექიმბაშები, მკითხავები, ასტროლოგები, თვითნასწავლი ეკონომისტები.


კრიზისის პოლიტიკური დაძლევის გზად გაცოცხლდება ხოლმე მონარქიის აღდგენის ნაფტალინმოყრილი იდეა, ხოლო ფინანსური(სავალუტო) კრიზისის დაძლევის საშუალებად და ინფლაციის მოსათოკად- საკუთარ ვლუტაზე უარის თქმა.
ამ უკანასკნელს აქვს რამდენიმე მოდიფიკაცა:


1. გადავიდეთ სხვა ქვეყნის ვალუტაზე( ევრო, დოლარი).
2. მივაბათ საკუთარი ვალუტა სხვა ქვეყნის ვალუტას.
3. დავუშვათ მრავალვალუტიანი რეჟიმი.


ეს იდეები შეიცავს ასევე ქვეიდეებს, მაგ. გავაუქმოთ საერთოდ ეროვნული ბანკი ან გადავიდეთ მის ისეთ ნაირსახეობაზე, როგორიცაა ე.წ. ”სავალუტო საბჭოები”, რომლებიც სულ რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად ბრიტანეთის იმპერიის ყოფილ კოლონიებში მოქმედებს და რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც კოლონიური გადმონაშთი. ჩვეულებრი ატავიზმია, ოღონდ ფინანსური სფეროში.


ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით ისეთ პოლიტიკურ კრიზისში არ იმყოფება, რომ მონარქიის აღდგენის იდეამ კვლავ წამოყოს თავი (თუმცა, არც ბევრი გვაკლია აქამდე), მაგრამ სავალუტო კრიზისი უკვე აშკარაა და ლარიც სამის ნიშნულს მიუახლოვდა. ამან კვლავ გააცოცხლა ”ეკონომიკური ექიმბაშობა” და თუ ლარი სამს გადასცდა, ამ იდეებმა შეიძლება ”ექსპერტული” მოსაზრებებიდან პოლიტიკური პარტიების პროგრამებშიც ამოჰყოს თავი.


მოკლედ, კვლავ დაიწყეს აქა-იქ მსჯელობა, ლარით, ულაროდ თუ კენტავრულად.


რეალობა ასეთია:



-ევროზონაში არავინ მიგვიღებს. ევროკავშირშიც რომ ვიყოთ, ამისთვის აბსოლუტურად არა ვართ მზად( ჩეხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და ევროკავშირის ათამდე ქვეყანა ჯერაც არ არის მზად).


-ჩვენით რომ გამოვაცხადოთ ევრო ან დოლარი საკუთარ ვალუტად( კოსოვო, მონტენეგრო, პანამა), უნდა გვქონდეს უცხოური ვალუტის გენერირების სტაბილური წყარო და ვალუტა მეტი უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, ვიდრე გადის. ჩვენთან პირიქითაა, ე.წ. საგადასახდელო ბალანსში წონასწორობა მყარდება საგარეო ვალების მუდმივად აღების გზით.


-სხვა ვალუტას რომ მივაბათ ლარი, ამის რეზერვები არა გვაქვს. დღეს რომ ასეთი რეჟიმი ყოფილიყო და ლარის ფიქსაცია მოგვენდომებინა ვთქვათ, 1,8 ნიშნულზე, მთელი რეზერვები მომენტალურად დასული იქნებოდა ნულამდე. რომელ ფიქსირებულ კურსზეა საუბარი( არც ვარგა), როცა ერთხელ გააკეთა ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა ერთი კვირის წინ და ხელები უკანკალებს, მეორეს ვერ ბედავს, რადგან რეზერვებს უფრთხილდება. რეზერვები კი საგარეო ვალის გასასტუმრებლად და შავი დღისთვის სჭირდება.


მრავალვალპუნქტიანი რეჟიმის გაფეტიშება ყველაზე არასერიოზული მსჯელობაა. იყო ასეთი რამ უკვე საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის ფულს ანუ გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას კუპონი ერქვა, რომელიც ემსახურება ეკონომიკის ძალიან ვიწრო სეგმენტს, ხოლო ძირითადი ვალუტა იყო დოლარი და რუსული რუბლი და ვისაც რა ჰქონდა და რასაც იშოვიდა, იმის გამოყენების უფლება ეძლეოდა. როგორ უშველა ამან ეკონომიკას, ყველამ კარგად ვიცით.


ლარიც იგივე ექვსნულჩამოცილებული კუპონია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მის შესაქმნელად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გამოგვიყო დაახლოებით 250 მილიონი დოლარის სესხის სახით. ეს იმ დროისათვის უზარმაზარი ფული იყო. ლარი შექმნა უცხოური ვალუტის რეზერვებმა. სამი წლის განმავლობაში ფიქსირებული კურსის( ფაქტიურად დოლართან მიბმა) რეჟიმი მოქმედებდა და 1998 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ეს რეჟიმი მოშალა და რეზერვების უდიდესი ნაწილი შეიწირა.


სავალუტო რეჟიმს განსაზღვრავენ არა მთავრობები, პარტიები ან ”ექსპერტები”, არამედ ეკონომიკა. ჩვენს ეკონომიკას ბედმა არგუნა ლარი და ასე იქნება კიდევ მრავალი, მრავალი წელი.


და ბოლის, უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თუ ზემოთ სასურველი სავალუტო რეჟიმების დროს მოვსწრებივარ, მიმუშავია და საკუთარ ტყავზე გამომიცდია, ბევრი რამ საკუთარი ხელებით მიკეთებია( თუ ვერმიკეთებია). ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა: ძალიან კარგად ( ბოდიში, ყველაზე კარგად) ვიცი, თუ როგორი სავალუტო რეჟიმი სჭირდება ქვეყანას. შევეშვათ ილუზიებს და მივხედოთ ლარს–წერს გოცირიძე. 


კომერსანტი 




„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...


მსგავსი სიახლეები

up